
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, განახლდება თუ არა სწავლა მეშვიდედან მეთორმეტემდე კლასელებისთვის და ამბობს, რომ ეს საკითხი იქნება განხილული უახლოეს საკოორდინაციო საბჭოზე.
„ამ საკითხებზე მოდით წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ეს იქნება განხილული უახლოეს საკოორდინაციო საბჭოზე და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას როგორ გაგრძელდება შემდგომში ეს პროცესი.
სწავლა, განათლება უპირველესია და ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ბავშვები დაბრუნდნენ რეალურ სივრცეში“- აცხადებს ამირან გამყრელიძემ.






















