14:42 | 2020-04-25 ავტორი: ანეტი მიქელაძე

როდის გვექნება ვაქცინა – ბილ გეიტსის სამეცნიერო სტატიის ქართული თარგმანი

როდის გვექნება ვაქცინა – ბილ გეიტსის სამეცნიერო სტატიის ქართული თარგმანი

კომპანია Microsoft-ის დამაარსებელმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ბილ გეიტსმა, მსოფლიო პანდემიას ვრცელი სტატია მიუძღვნა.

 

„პრაიმტაიმი“ ბიზნესმენის სტატიის ქართულ, ადაპტირებულ ვერსიას გთავაზობთ:

 

 

 

სავსებით გასაგებია ის, რომ საერთოეროვნული საუბარი, გადაიქცა ერთ დიდ შეკითხვად:

 

„როდის შევძლებთ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებას?“ – კარანტინმა უდიდესი ზიანი მოგვაყენა სამსახურის ადგილების დაკარგვის მხრივ და გააუარესა საზოგადოებას შორის უთანასწორობა. ადამიანები მზად არიან ისევ გამოვიდნენ გარეთ.

 

სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ნება, მაგრამ არა გზა – ჯერ არ გვაქვს. მანამ, სანამ აშშ და სხვა ქვეყნები დაუბრუნდებიან ჩვეულ ბიზნესსა და ცხოვრებას, დაგვჭირდება ახალი, ინოვაციური ინსტრუმენტები, რომელიც დაგვეხმარება გამოვავლინოთ, განვკურნოთ და თავიდან ავიცილოთ COVID-19.

 

ეს იწყება ტესტირებით. ვერ დავამარცხებთ მტერს, თუ არ ვიცით სად არის.

 

იმისათვის, რომ თავიდან გავხსნათ ეკონომიკა, ჩვენ უნდა დავტესტოთ საკმარისი რაოდენობის ადამიანები, რათა მალევე ვიპოვოთ „ცხელი წერტილები“ და დროულად ჩავერიოთ.

 

არ გვინდა, რომ საავადმყოფოების გადავსებას და უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალებას ველოდოთ.

 

„კიდევ ერთი ტესტი, რომელიც დამუშავების პროცესშია, იმუშავებს როგორც ორსულობის ტესტი, სახლის პირობებში“

 

 

ინოვაციები ციფრების მომატებაში დაგვეხმარება.

 

კორონავირუსის ამჟამინდელი ტესტები ითხოვს იმას, რომ მედმუშაკებმა გამოიყენონ ნაცხის ასაღები ჩხირები, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ახალ შემთხვევაზე უნდა გამოცვალონ ჩხირი და მთელი თავიანთი დამცავი ეკიპირება.

 

 

Coronavirus: Unpleasant nasal swab test image goes viral - New ...

ფოტო: MediVisuals

 

ჩვენმა ფონდმა მხარი დაუჭირა კვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ თუ პაციენტები დამოუკიდებლად აუღებენ საკუთარ თავს ანალიზს, შედეგები ისეთივე ზუსტი იქნება.

 

ასეთი მეთოდი უფრო სწრაფი და უსაფრთხოცაა, რადგან მისი გაკეთება სახლშიც შესაძლებელია ისე, რომ საფრთხეში სხვა ადამიანები არ ჩავარდნენ.

 

დიაგნოსტიკის ტესტი, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა, იმოქმედებს ისე, როგორც სახლის პირობებში ორსულობის ტესტი მუშაობს.

 

ცხვირიდან ჩხირით იღებთ ნაცხს და შემდეგ იმის ნაცვლად, რომ დიაგნოსტირების ცენტრში გააგზავნოთ, ნაცხი გადაგაქვთ სითხეში და ამ სითხეში შემდეგ დებთ ფურცელს, რომელიც თუ დაინფიცირებული ხართ, შეიცვლის ფერს.

 

ეს ტესტი ხელმისაწვდომი რამდენიმე თვეში იქნება.

 

ტესტების მხრივ კიდევ ერთი წინსვლა გვჭირდება, მაგრამ ეს სოციალურია და არა ტექნიკური: შეთანხმებული სტანდარტები იმის შესახებ, თუ ვინ უნდა დაიტესტოს.

 

თუ ქვეყანა არ ტესტავს სწორ ადამიანებს – სამედიცინო მუშაკებს, იმათ ვისაც სიმპტომები გამოუვლინდა და იმათ, ვისაც კორონა-დადებითთან კონტაქტი ჰქონდა – მაშინ ვკარგავთ ძვირფას რესურსს.

 

ადამიანებმა სიმპტომები გარეშე, რომლებიც არ შედიან ამ სამ ჯგუფში, არ უნდა გაიარონ ტესტირება, სანამ არ იქნება საკმარისი ტესტი სხვებისთვის.

 

მეორე სფერო, სადაც გვჭირდება ინოვაციები – ეს კონტაქტების პოვნაა. როდესაც ვინმე მიიღებს დადებით პასუხს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყების პირებმა უნდა იცოდნენ – ვისი დაინფიცირება შეეძლო ამ ადამიანს.

 

ამ ეტაპზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეუძლია მიბაძოს გერმანიას: გამოჰკითხოს ყველა, ვისაც კოვიდ-19-ის დადებითი პასუხი მიუვიდა და გამოიყენონ მონაცემთა ბაზა, რათა ინფიცირებულმა ჩაწეროს კონტაქტები.

 

ეს მიდგომა მართალია სრულყოფილი არ არის და უნდა ვენდოთ პაციენტის გულწრფელობას. ასევე ეს მიდგომა დიდი რაოდენობით თანამშრომელს ითხოვს, რომელიც თითოეულ ამ კონტაქტს დააკვირდება.

 

უფრო უკეთესი გადაწყვეტილება იქნებოდა, ციფრული ინსტრუმენტების ნებაყოფლობითი მიღება. მაგალითად, არსებობს აპლიკაციები, რომლებიც გეხმარებათ იმაში, რომ გაიხსენოთ სად იყავით.

 

აპლიკაცია, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა, უკვე საქართველოში იტესტება
2020-04-02აპლიკაცია, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა, უკვე საქართველოში იტესტება

 

თუ ოდესმე კორონავირუსზე დადებითი პასუხი მოგივიდათ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ისტორია ან გაუზიაროთ მედმუშაკებს, რომლებიც კონტაქტების შესამოწმებლად თქვენთან მოვლენ.

 

ასევე, ზოგიერთ ადამიანს შესთავაზეს აპლიკაცია, რომელიც მასთან ახლოს მყოფ სხვა ტელეფონებს პოულობს Bluetooth-ით.

 

თუ ვინმეს ინფექციაზე დადებითი პასუხი მიუვა, მათი ტელეფონი ამ წერილს სხვა ტელეფონებს გაუგზავნის და შემდგომ მათი მფლობელები შეძლებენ გაიარონ ტესტირება.

 

თუ უმეტესობა ადამიანი მსგავსი აპლიკაციის დაყენებას დათანხმდა, სავარაუდოდ ეს ბევრს დაეხმარებოდა.

 

ბუნებრივია, რომ ყველა, ვისაც დადებითი პასუხი მიუვიდა, მალევე უნდა რომ გაიგოს მკურნალობის ვარიანტები.

 

მიუხედავად ამისა, დღეს არ არსებობს ერთი კონკრეტული მეთოდი, თუ როგორ იკურნება კოვიდ-19.

 

ჰიდროქსიქლოროკინი, რომელიც ვირუსზე ადამიანის იმუნიტეტის რეაქციას ცვლის, დიდი ყურადღების ქვეშაა. ჩვენი ფონდი აფინანსებს მის კლინიკურ გამოცდებს, რომლის შედეგები მაისის ბოლოსთვის იქნება მზად.

 

მითქმა-მოთქმა Covid-19-ის სამკურნალო პრეპარატებზე - ყველა დასახელებული წამლის პერსპექტივა ერთ სტატიაში
2020-04-24მითქმა-მოთქმა Covid-19-ის სამკურნალო პრეპარატებზე - ყველა დასახელებული წამლის პერსპექტივა ერთ სტატიაში

 

მაგრამ ჰორიზონტზე უფრო პერსპექტიული კანდიდატები არიან. ერთ-ერთი მათგანია გამოჯანმრთელებული ადამიანებისგან სისხლის აღების მეთოდი – მათი პლაზმის გაცემა (რომელიც შეიცავს კორონავირუსის ანტისხეულებს) დაინფიცირებულ ადამიანებზე.

 

რამდენიმე მსხვილი კომპანია ერთობლივად მუშაობს ამ საკითხზე, რომ ნახონ – იქნება თუ არა ეს მეთოდი წარმატებული.

 

ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი წამალი-კანდიდატი გულისხმობს ანტისხეულების დადგენას, რომელიც ყველაზე ეფექტიანად მუშაობს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ და შემდეგ მათ შექმნას ლაბორატორიულ პირობებში.

 

თუ იმუშავებს, ჯერ ნათელი არ არის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ანტისხეულია საჭირო ერთ დოზაზე.

 

2021 წლისთვის, მწარმოებლები შეძლებენ შექმნან 100,000 ან მილიონი ასეთი მკურნალობის სისტემა.

 

თუ ერთი წლის შემდეგ, ადამიანები საჯარო ღონისძიებებზე სიარულს დაიწყებენ – ისეთები, როგორიცაა კონცერტები ან საფეხბურთო თამაშები – ეს ნიშნავს იმას, რომ მკვლევარებმა აღმოაჩინეს განსაკუთრებულად ეფექტური მკურნალობის მეთოდი, რომელიც ყველას თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს.

 

სამწუხაროდ, იმ მტკიცებულებებზე, რაც მე ვნახე, იპოვიან მკურნალობის კარგ მეთოდს, მაგრამ ისეთს არა, რომელიც გამოჯანმრთელების ფაქტობრივ გარანტიას მოგცემენ.

 

ამიტომაც უნდა ჩავდოთ ინვესტიციების მეოთხედი ინოვაციებში: ვაქცინის შექმნაში.

 

ყოველი დამატებითი თვე, რომელიც აუცილებელია ვაქცინის შექმნისათვის, ეს არის თვე, როდესაც ეკონომიკა ნორმალურ ცხოვრებას სრულყოფილად ვერ უბრუნდება.

 

ახალი მიდგომა, რომელიც მე ყველაზე მეტად მახარებს, ცნობილია როგორც რნმ-ვაქცინა (კოვიდ-19-ის პირველი ვაქცინა, რომლის გამოცდაც ადამიანებზე დაიწყეს, რნმ-ვაქცინაა).

 

გრიპის აცრისგან განსხვავებით, რომელიც შეიცავს გრიპის ვირუსის ფრაგმენტებს, რნმ-ვაქცინა თქვენს სხეულს გენეტიკურ კოდს აძლევს, რომელიც ვირუსული ფრაგმენტების დამოუკიდებლად წარმოებისთვისაა აუცილებელი.

 

როდესაც იმუნური სისტემა ხედავს ამ ფრაგმენტებს, ის მასზე თავდასხმას სწავლობს.

 

 

„რნმ-ვაქცინა, ფაქტობრივად, თქვენს სხეულს ვაქცინის მწარმოებელ შენაერთად აქცევს“

 

 

გარდა ამისა, სულ მცირე 5 სხვა ნამუშევარი არსებობს, რომელიც იმედის მომცემია.

 

რადგანაც არავინ იცის, რომელიც მიდგომა აჯობებს, აუცილებელია მათი უმეტესობის ფინანსირება, რათა სწრაფად შეძლონ წინ წასვლა.

 

მანამ, სანამ ეფექტიანი და უსაფრთხო ვაქცინა შეიქმნება, ხელისუფლებებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ გაავრცელებენ მას.

 

ქვეყნები, რომლებიც აფინანსებენ, ქვეყნები, რომლებშიც ტარდება გამოცდები და ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ – მათ ექნებათ მყარი არგუმენტი იმისა, რომ პირველებმა უნდა მიიღონ ვაქცინა.

 

იდეალურ სიტუაციაში, იქნება გლობალური შეთანხმება, ვინ უნდა მიიღოს ვაქცინა პირველმა, მაგრამ კონკურენციის რაოდენობის გათვალისწინებით, ეს ასე ალბათ არ მოხდება.

 

ის ვინც სამართლიანად გადაწყვეტს ამ პრობლემას, ნამდვილ მიღწევად ჩაეთვლება.

 

მეორე მსოფლიო ომი ჩემი მშობლების თაობის განმსაზღვრელი მოვლენა იყო. კორონავირუსის პანდემია, რომელიც ამ საუკუნეში პირველად ხდება – ამ ეპოქის განმსაზღვრელი იქნება.

 

მაგრამ არსებობს ერთი დიდი განსხვავება მსოფლიო ომსა და პანდემიას შორის: კაცობრიობას შეუძლია იმუშაოს ერთად, იმისათვის, რომ შეიცნონ დაავადება და ერთად შეებრძოლონ მას.

 

ჭკვიანური ინსტრუმენტებით და მისი რეალიზაციით, ჩვენ შევძლებთ პანდემიის დასრულების გამოცხადებას და ყურადღების გადატანას იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან მომავალი სხვა.

 

 

 

სტატიის ვრცელი და მოკლე ვერსია ინგლისურად – gatesnotes.com; gatesnotes.com/Health

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X