22:51 | 2021-12-06 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

როდის იგეგმება მიხეილ სააკაშვილის გორიდან რუსთავის ციხეში ბადრაგირება – გიორგი ახვლედიანის თქმით, ეს არის სწორად შერჩეული დრო

როდის იგეგმება მიხეილ სააკაშვილის გორიდან რუსთავის ციხეში ბადრაგირება – გიორგი ახვლედიანის თქმით, ეს არის სწორად შერჩეული დრო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა მისი უკან, რუსთავის ციხეში დაბრუნების საკითხი. აღსანიშნავია, რომ გორში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა და როგორც ექიმები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მიუხედავად ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავის საპატიმროში სააკაშვილის ბადრაგირებას ეწინააღმდეგება.

 

ამ ფონზე, მნიშვნელოვანია, როდის დატოვებს მსჯავრდებული სააკაშვილი გორის ჰოსპიტალს, რუსთავის ციხეში გადაყვანის მიზნით.

მისთვის თავის შეყვარებას ცდილობდა მოსამართლე, რომელმაც 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - კაცი რომელიც 15 წლის ასაკაში „კანონიერ ქურდად“ მონათლეს
2021-12-06მისთვის თავის შეყვარებას ცდილობდა მოსამართლე, რომელმაც 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - კაცი რომელიც 15 წლის ასაკაში „კანონიერ ქურდად“ მონათლეს

 

პოლიტიკის ანალიტიკოსის გიორგი ახვლედიანის ინფორმაციით, სააკაშვილის ბადრაგირება იანვრის შუა რიცხვებში იგეგმება, ამის შესახებ მან „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც არასდროს გაუარესებულა.

 

„მიხეილ სააკაშვილს აბსოლუტურად ჯანმრთელია, რასაც ჩვენ კი არა, მთელი მსოფლიო ხედავს. სააკაშვილს ნაშიმშილარის არაფერი ეტყობა და ის, რომ მიშა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა, ეს ყველასათვის კარგად ცნობილი ფაქტია. ამჟამად მოცემულობა ძალიან მარტივია, სააკაშვილს არაფერი სჭირს იმისათვის, რომ გორის ჰისპიტალში გააჩერონ და რა თქმა თქმა უნდა, მას რუსთავის ციხეში აუცილებლად დააბრუნებენ.

 

სააკაშვილის გადაყვანას სჭირდება სწორად შერჩეული დრო, რათა ამ პროცესმა „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ნაკლები ჟივილ-ხივილით ჩაიაროს. ჩემი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში იანვრის შუა რიცხვებში გაიყვანენ. საზოგადოება დაიღალა იმ თავხედობით, რასაც ამ ადამიანისგან ხედავს და ეს უნდა დასრულდეს“,- განაცხადა ახვლედიანმა.  

 

“ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, რა წინააღმდეგობა მოჰყვბა სააკაშვილის ბადრაგირების როცესს? 

 

როგორც ახვლედიანი აცხადებს, ეს ოპოზიციური პარტია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის დასაყენებლად კვლავ “ქუჩის გზას” გამოიყენებს.

რა უთხრა ბრალდებულის მამამ ექსკლუზიურად „კურიერს“ - ახალი დეტალები 15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეში
2021-12-06რა უთხრა ბრალდებულის მამამ ექსკლუზიურად „კურიერს“ - ახალი დეტალები 15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეში

„ყველაფერს გასდის ყავლი. „ნაციონალური მოძრაობის“ სპექტაკლი თავიდან დაიწყება, მაგრამ მას ნაკლები მაყურებელი ეყოლება. ბუნებრივია, გაიმართება „ნაცმოძრაობის“ აქციები, მაგრამ ეს ყველაფერი სულ უფრო და უფრო აბსურდში ჩახრჩობა და სააკაშვილის აფირისტული თემები დაილექება“,- განაცხადა ახვლედიანმა.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებს, რის გამოც მან შიმშილობა გამოაცხადა. ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნული პროტესტის შეწყვეტა იმ შემთხვევაში დააანონსა, თუ მას საქალაქო კლინიკაში გადაიყვანდნენ, ხელისუფლებამ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამკურნალოდ გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

 

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე. მას სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით.

 

ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X