14:09 | 2020-03-04 ავტორი: Prime Time

როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია

როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია

კორონავირუსზე ორჯერ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელებულია. ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ კორონავირუსის შესახებ საუბრისას „იმედის დილაში“ ისაუბრა.

 

იგი რამდენიმე შემთხვევას განიხილავს, როდესაც შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

 

„ვისთანაც დაავადება დადასტურებულია, მათთან მონიტორინგი უნდა მოხდეს. 2 კვირის განმავლობაში ხახის ნაცხიდან ნიმუშის აღება  და კვლევა უნდა მოხდეს. ორი უარყოფითი პასუხის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი გამოჯანმრთელებულია.

 

რაც შეეხება კარანტინს, ოფიციალური ინკუბაციის პერიოდი არის 2-დან 14 დღემდე. ბოლო კონტაქტით მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან ჩამოსვლის შემდეგ ადამიანი უნდა გაჩერდეს იზოლირებულ ზონაში და თუ ამ 14 დღის შემდეგ მასთან არ გამოვლინდა კლინიკური ნიშნები, ეს ნიშნავს, რომ იგი აღარ წარმოადგენს უკვე საფრთხეს“,- ამბობს ინფექციონისტი.

 

ცნობისთვის, საქართველოში დღეისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. მოქალაქეები კი, რომლებსაც მაღალი დასენიანების ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ და რაიმე სიმპტომი აღენიშნებათ, კარანტინში ათავსებენ.

 

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 20-მდე პაციენტი რჩება.

 

ავტორი: Prime Time

X