
“ძალიან დიდი იმედები გვაქვს, რომ Pfizer-ის ვაქცინა ზაფხულში გვექნება, თუმცა ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებთ, რადგან ჯერ კიდევ არ არის მომწოდებლის მხრიდან ეს დადასტურებული”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ მედიავებინარზე განაცხადა.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, “Pfizer”-თან მოლაპარაკება საკმაოდ კარგად მიმდინარეობს.
„Pfizer-თან მოლაპარაკება საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სატელეფონო ურთიერთობები პრემიერ-მინისტრსა და Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს შორის. ძალიან დიდი იმედები გვაქვს, რომ Pfizer-ის ვაქცინა ზაფხულში გვექნება, თუმცა ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებთ, რადგან ჯერ კიდევ არ არის მომწოდებლის მხრიდან ეს დადასტურებული“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.