
არსებობს მოსაზრება, რომ 1 წლის შემდეგ დედის რძე სასურველ, სასარგებლო თვისებებს კარგავს, თუმცა საზოგადოების ნაწილმა არ იცის დაზუსტებით, მითია თუ რეალობა.
„ექიმების“ ერთ-ერთი წამყვანი ლევან ქარაზანიშვილი გავრცელებულ მოსაზრებას მითს უწოდებს და ამბობს, რომ სასურველია დედამ ბავშვი 2 წლის შემდეგაც კვებოს.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებითაც კი, სასარგებლოა როგორც ბავშვისთვის, ასევე დედისთვისაც ორ წელზე უფრო დიდი ხნით იკვებოს ბავშვმა დედის რძით“, – ამბობს ექიმი.
აქვე, „ექიმებმა“ გადაცემაში მსახიობი რუსკა მაყაშვილი მიიწვიეს, რომელმაც მეორე შვილი სამი კვირის წინ გააჩინა. როგორც რუსკა ამბობს, გადატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე როცა გადაღებებზე და რეპეტიციაზე გასვლა უწევს, საკუთარი რძის მარაგს სახლში ტოვებს, რითაც 20 დღის კატო იკვებება მაშინ, როცა დედა სახლში არ არის.






















