19:30 | 2021-11-17 ავტორი:

როგორ ავიღოთ მწვანე პასპორტი ონლაინ-რეჟიმში

როგორ ავიღოთ მწვანე პასპორტი ონლაინ-რეჟიმში

მომხმარებელს კოვიდ პასპორტის აღება ონლაინ, იუსტიციის სახლში მისვლის გარეშეც შეუძლიათ.

 

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ღიბრაძის თქმით, საიტზე მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ პირს QR კოდი მიენიჭება, რომელიც განახლებას არ მოითხოვს.

 

„თუ აპლიკაცია გამოწერა მოქალაქემ და გაიარა საკმაო მარტივი რეგისტრაცია უკვე მას მიენიჭა ახალი QR კოდი რომელიც აღარანაირ განახლებას არ მოითხოვს, თუ რამე განახლება მოხდა QR კოდთან დაკავშირებით დამატებით კვლევა ჩაიტარა პირობითად PCR ტესტი გაიკეთა ეს ავტომატურად აისახება მის QR კოდში შესაბამისად დამატებით მანიპულაციები საჭირო არ არის.

 

გარკვეული პრობლემები იყო დღის განმავლობაში აპლიკაციის გამოწერასთან დაკავშირებით ამიტომ ეს პრობლემები, რომ აღმოიფხვრას ჩვენ ვდებთ შესაბამის ბმულს ვებგვერდზე, რომელსაც ხალხი ძალიან კარგა იცნობს, ეს არის stop.cov.ge ასევე პირდაპირი ბმულები აპლიკაციის გადმოსაწერად განთავსება სხვადასხვა სამთავრობო საიტებზე, რაც უფრო გაუადვილებს ჩვენს მოსახლეობას აპლიკაციით სარგებლობას, შესაბამისად ყველა ის ხარვეზი, რომელიც დილიდან გამოვლინდა თანდათან სწორდება და ყველაფერი მუშაობს ისე, როგორც უნდა ფუნქციონირებდეს იმის მიხედვით.

 

ჩვენი სერტიფიკატი აღიარებულია 49 ქვეყანაში, ამ სერტიფიკატის გენერირება ხდება იმის მიხედვით თუ რომელი მწარმოებლის ვაქცინით ვართ აცრილი, შესაბამისად თუ სადმე წავალთ უნდა გადავამოწმოთ იმ კონკრეტულო ქვეყანაში არის თუ არა აღიარებული ის ვაქცინა რომლითაც ჩვენ ვართ აცრილი, რომ უპრობლემოდ შევიდეთ იმ ქვეყანაში თუ მოთხოვნები იმ ქვეყანას აქვს სხვანაირი ცხადია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს კოვიდ სერტიფიკატი და პასპორტი, იმ ქვეყნის პოლიტიკიდან გამომდინარე არ შეგვიშვებს გამომდინარე იქიდან რომ აცრილი ვიქნებით სხვა მწარმოებლის მიერ გამოშვებული ვაქცინით, ჩვენი კოვიდ სერტიფიკატი ცხადია ვალიდურია და ეს დადასტურება თუმცა ქვეყანა“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

 

კოვიდ აპლიკაციის ჩამოსატვირთად შეგიძლიათ მიჰყვეთ ამ ბმულს: Android, IOS

ავტორი:

X