13:24 | 2021-06-11 ავტორი: სალომე ნეფარიძე

როგორ ბედავენ თითის სხვისკენ გაშვერას – „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორი ჯაღმაიძეს პასუხობს

როგორ ბედავენ თითის სხვისკენ გაშვერას – „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორი ჯაღმაიძეს პასუხობს

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მიმართ შტურმი პირდაპირ კავშირშია ლგბტ მოძრაობასთან, „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი თამაზ სოზაშვილი პასუხობს.

 

ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მიმართ შტურმი პირდაპირ კავშირშია ლგბტ მოძრაობასთან... - ანდრია ჯაღმაიძე
2021-06-10ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მიმართ შტურმი პირდაპირ კავშირშია ლგბტ მოძრაობასთან... - ანდრია ჯაღმაიძე

 

„ამდენი სკანდალის შემდეგ საერთოდ როგორ ბედავენ მორალურ პედესტალზე შემოდგომას, თითის სხვისკენ გაშვერას და ძალადობის პროვოცირებას?!

 

რაც არ უნდა იყოს, შსს-თან ერთად, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ და არა ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ უკვე დაადასტურა პანსიონში ბავშვებზე არა ადამიანური მოპყრობის, ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტები. ამაზე საუბრობენ თავად პანსიონის ყოფილი ბენეფიციარებიც. სხვა თუ არაფერი პანსიონი იცლება ბავშვებისგან!

 

ამ და სხვა სამარცხვინო/დანაშაულებრივი ქმედებების ფონზე, როგორ ბედავენ ამდენს?!“, – წერს თამაზ სოზაშვილი სოციალურ ქსელში.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

საქპატენტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდა - რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი
2021-06-11საქპატენტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდა - რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი
   
ექიმი ამტკიცებს, რომ სტომატოლოგს ორსულობის დადგენაც შეუძლია, მაშინაც კი, როცა თქვენ ეს არ იცით - აი, როგორ...
2021-06-11ექიმი ამტკიცებს, რომ სტომატოლოგს ორსულობის დადგენაც შეუძლია, მაშინაც კი, როცა თქვენ ეს არ იცით - აი, როგორ...

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X