23:50 | 2020-03-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როგორ ჩატარდება ეკლესიებში ხვალ საკვირაო წირვა – საპატრიარქოს განმარტება

როგორ ჩატარდება ეკლესიებში ხვალ საკვირაო წირვა – საპატრიარქოს განმარტება

საკვირაო წირვა ხვალ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით ჩატარდება, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

 

„საკვირაო წირვა ახალი რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდება და ეს რეკომენდაცია მრევლს შორის დისტანციის დაცვაა. ვიზრუნებთ იმაზე, რომ მრევლს ეს ავუხსნათ.

 

ეს ზომა მიღებული არის გარკვეული მიზნის მისაღწევად. სრულიად ალოგიკურია, რომ 20 კვადრატულ მეტრში და ორიათასშიც ერთი რაოდენობის ადამიანზე იყოს საუბარი. მიზანი არის ის, რომ დისტანცია იყოს დაცული და თუ ეს შესრულდება, არც ღვთისმსახურებას შეეშლება ხელი და არც რეკომენდაციას დავარღვევთ“, – განაცხადა მამა ანდრიამ.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

 

პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს. შეზღუდვა გავრცელდება ეკლესიებში მრევლის შეკრებაზეც.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

მეუფე ნიკოლოზი - ჩვენ ვენდობით ჩვენს მთავრობას, ჯანდაცვის უწყებებს და საზოგადოებაც გვენდოს ჩვენ
2020-03-21მეუფე ნიკოლოზი - ჩვენ ვენდობით ჩვენს მთავრობას, ჯანდაცვის უწყებებს და საზოგადოებაც გვენდოს ჩვენ
                 
მე მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე არ ვწირო - მამა თეოდორე გიგნაძე
2020-03-21მე მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე არ ვწირო - მამა თეოდორე გიგნაძე

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X