
სამების საკათედრო ტაძარში დღეს ბავშვის საყოველთაო ნათლობა გაიმართება.
როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურმა, ანდრია ჯაღმაიძემ “პრაიმტაიმს” განუცხადა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე წელს საყოველთაო ბავშვთა ნათლობა ღია ცის ქვეშ, დისტანციის დაცვით ჩატარდება.
მათივე ინფორმაციით, 1600-მდე ბავშვი მოინათლება. ნათლობა 16:00 საათზე დაიწყება. 20:00 საათისთვის სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
მაღალი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე საპატრიარქოს გადაწყვეტილებას საყოველთაო ნათლობის ჩატარებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნაწილი არ ეთანხმება. კორონავირუსის ახალი დელტა ე.წ ინდური შტამი ბავშვებისთვისაც ისეთივე მაღალი რისკის შემცველია, როგორც უფროსებისთვის.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 061 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა.
ასევე დაგაინტერესებთ:
ცხოვრება როგორ გააგრძელე ამდენი წელი? – ბიჭი ბავშვთა სახლიდან, რომელიც ახლა 53 წლისაა და დედას ეძებს






















