
დღეიდან მომხმარებელს მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ ქონის შემთხვევაში შეეძლება, ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები, კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული), კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო დარბაზები, სპა ცენტრები და ფიტნესდარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.
ამასთან, „მწვანე სტატუსის“ ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის.
ვინ არის მწვანე სტატუსის მქონე პირი?
• სრულად ვაქცინირებული (ან)
• 72-საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე (ან)
• 24 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ სწრაფი ტესტის მქონე (ან)
• კოვიდგადატანილი
შენიშვნა: თუ პირს მწვანე სტატუსი მინიჭებული აქვს ჩატარებული PCR ან ანტიგენ სწრაფი ტესტის საფუძველზე – მწვანე სტატუსი შეუწყდება ტესტის ვადის გასვლისთანავე.
როდის მიენიჭება პირს მწვანე სტატუსი?
• ვაქცინაციის მეორე დოზის ჩატარების შემდეგ
• PCR და ანგიგენის ტესტის ნეგატიური პასუხის მიღების (ლაბორატორიის მიერ პასუხის სისტემაში ატვირთვის) შემდეგ
• „კოვიდის“ ოფიციალურად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ
როგორ დავრეგისტრირდეთ მწვანე ბარათის ასაღებად
თქვენ სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ საკუთარ ტელეფონებში ჩამოწეროთ „მწვანე ბარათის“ აპლიკაცია. აპლიკაციის გადამოწერა შესაძლებელია, როგორც „აიფონის“, ასევე „ანდროისდის“ მობილურ ტელეფონებში.
გთავზობთ სპეციალურ ბმულებს, ორივე ტიპის მობილური ტელეფონებისთვის. ამ ბმულზე დაჭერით, თქვენ ავტომატურად შედიხართ იმ აპლიკაციაში, სადაც თქვენს „მწვანე სტატუსს“ მიიღებთ. მანამდე კი გაეცანით დეტალურ ინსტრუქციას
სტატიის ქვემოთ მითითებულ ბმულებზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია
რეგისტრაციისთვის ჯერ ჩაწერეთ თქვენი სახელი და გვარი;
პირადი ნომერი. (ელექტრონული ფოსტა არაა სავალდებულო).
ტელეფონის ნომერი;
პაროლი უნდა შედგებოდეს რვა სიმბოლოსგან; (ორი ციფრი, ერთი მთავრული და ერთი სპეცსიმბოლო);
ამის შემდეგ აპლიკაცია აჩვენებს თქვენს სტატუსს, ვაქცინაციის, ტესტირტებისა და კოვიდის გადატანის შესახებ.
თუ რაიმე მიზეზით ვერ ჩამოტვირთავთ აპლიკაციას, ამ შემთხვევაში მიმართეთ იუსტიციის სახლს.
აპლიაკციის ჩამოსატვირთად გადადით ამ ბმულებზე
iPhone https://apps.apple.com/us/app/georgia-e-health/id1590322048
Android https://play.google.com/store/apps/details?id=com.moh.geehealth






















