19:30 | 2020-08-09 ავტორი: Prime Time

როგორ დაიწყო დაპირისპირება ახალქალაქში – სათვალთვალო კამერების ჩანაწერები

როგორ დაიწყო დაპირისპირება ახალქალაქში – სათვალთვალო კამერების ჩანაწერები

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების კადრებს ავრცელებს. ვიდეო სათვალთვალო კამერითაა გადაღებული და კონფლიქტის დაწყების გარემომებებია ნაჩვენები. დაპირისპირება საბოლოოდ 27 წლის მამაკაცის მკვლელობით დასრულდა.

 

პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 37 წლის მამაკაცი დააკავა. შემთხვევა 8 აგვისტოს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმეწლიან კონფლიქტს უკავშირდება.

 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების და ჯგუფურად ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

 

რეალური კადრები დარბეული ახალქალაქიდან - „SK“-ის ემოციური ფოტორეპორტაჟი
2020-08-09რეალური კადრები დარბეული ახალქალაქიდან - „SK“-ის ემოციური ფოტორეპორტაჟი
ავტორი: Prime Time

X