12:49 | 2021-04-28 ავტორი: Prime Time

როგორ დავამარცხოთ შაკიკი – ექიმი ზაზა თელია მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

როგორ დავამარცხოთ შაკიკი – ექიმი ზაზა თელია მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ვარჯიშის მნიშვნელობაზე საუბრობს შაკიკის დროს.

 

მისი თქმით, აერობული ვარჯიში შესაძლოა იყოს ძალიან კარგი და ეფექტური პაციენტებისათვის რომლებსაც შაკიკ აწუხებთ.

 

„არის თუ არა აერობული ვარჯიში ეფექტური შაკიკის დროს? – სისტემური მიმოხილვა და მეტა-ანალიზი
ბოლო პერიოდია გარკვეული სამეცნიერო ყურადღება იქნა მიქცეული შაკიკის არა-ფარმაკოლოგიურ მკურნალობის მეთოდებზე, მათ შორის ფიზიკური აქტივობის როლზე.

 

ჩატარებულ იქნა 10 რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევის სისტემური მიმოხილვა და მეტა-ანალიზი – ნანახი იქნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება – 1. ტკივილის ინტენსიურობის შემცირების კუთხით (five studies, n = 166; SMD = 1.25; 95% CI 0.47‐2.04), 2. სიხშირის კუთხით (six studies, n = 214; SMD = 0.76; 95% CI 0.32‐1.2), 3. ხანგრძლივობის კუთხით (four studies, n = 106; SMD = 0.41; 95% CI 0.03‐0.
გარდა ამისა მეტა-ანალიზმა აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით (four studies, n = 150; SMD = 2.7; 95% CI 1.17‐4.24).
არცერთი გვერდითი ეფექტი არ დაფიქსირებულა, რომელიც ხშირია შაკიკის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების დროს.

 

რამოდენიმე მექანიზმით შესაძლებელია აიხსნას აერობული ვარჯიშის ეფექტურობა შაკიკის მკურნალობაში:
1. აერობულ ვარჯიშს შესაძლოა ჰქონდეს პირდაპირი ანალგეტიკური ეფექტი (ტკივილგამაყუჩებელი);
2. აერობულ ვარჯიშს შესაძლოა ჰქონდეს ბეტა-ენდორფინების დონის მატების ეფექტი ორგანიზმში;
3. აერობულ ვარჯიშს აქვს არაპირდაპირი ეფექტი, კერძოდ აუმჯობესებს პაციენტის ფსიქოლოგიურ და ქცევით ასპექტებს, რაც განაპირობებს თვით-ეფექტურობის, ძილის ხარისხის და ხასიათის გაუმჯობესებას.

დასკვანა: აერობული ვარჯიში შესაძლოა იყოს ძალიან კარგი და ეფექტური არა-ფარმაკოლოგიური მკურნალობის მეთოდი პაციენტებისათვის რომლებსაც აწუხებთ შაკიკი.”, – წერს ზაზა თელია.

ავტორი: Prime Time

X