
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ თამბაქოსთვის თავის დანებების ხერხებზე “რადიო იმედის“ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, თამბაქოზე დამოკიდებულება ნიკოტინზე მხოლოდ ფიზიკური მიჯაჭვულობა არ არის.
„ნიკოტინი უძლიერესი ნარკოტიკია ჰეროინისა და კოკაინის შემდეგ, თავის მიჯაჭვულობით. მასზე თავის დანებება რა თქმა უნდა რთული პროცესია, თუმცა დაუძლეველი და შეუძლებელი არ არის თუ ადამიანი მოინდომებს”, – ამბობს გიორგი ბახტურიძე.
როგორ დავანებოთ მოწევას თავი? ნახეთ ვიდეო სრულად.






















