15:05 | 2021-06-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„როგორ ელოდი ამ დღეს“- დიდი ტრაგედიის შემდეგ ბაკურაძეების ოჯახში ახალი სიცოცხლე გაჩნდა

„როგორ ელოდი ამ დღეს“- დიდი ტრაგედიის შემდეგ ბაკურაძეების ოჯახში ახალი სიცოცხლე გაჩნდა

„ქართული ხმების“ სოლისტი, ზურაბ ბაკურაძე 2 დღის წინ დაკრძალეს, დღეს კი ოჯახის ახლობლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაბუა გახდა.

 

„გილოცავ ძმის შვილიშვილის შეძენას. დღეს შენც ბაბუა გახდი, როგორ ელოდი ამ დღეს“, – წერს მომღერლის ფეისბუკ-გვერდზე ნუცა მიგინეიშვილი.

 

 

შეგახსენებთ, „ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. შქმერში გზა ჩავარდა. მომღერალი, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა, ხევში გადაიჩეხა.

 

 

ზურა ბაკურაძე რაჭაში, დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. დაკრძალვის შემდეგ ის რამდენიმე დღით იქ დარჩა.

 

„ქართული ხმების“ სოლისტი 26 ივნისს, მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. 

 

ასევე ნახეთ:

 

ზურა ბაკურაძეს ემშვიდობებიან 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X