
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ერთ-ერთ გადაცემაში სახალისო ისტორიას იხსენებს, თუ როგორ მისცა ჩუმად მას ამომრჩეველმა „პლანი“ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„დასავლეთ საქართველოში ვარ ჩასული, შეხვედრა დასრულდა, საღამოა და ვაპირებ თბილისში წამოსვლას.ერთი ადამიანი, 50 წლის იყო, გადამეხვია, ხელი ჩამომართვა და ხელში რაღაც ჩამიდო. ეს ჩემგან შენო – მივხვდი რაც იყო.
პირველად ვიფიქრე, რომ მოგზავნილი ადამიანი იყო, თუმცა მალევე დავრწმუნდი, რომ მხოლოდ მხარდამჭერი იყო. მინდოდა რომ „პლანი“უკან დამებრუნებინა. ბოლოს ვუთხარი, მთავარია ახლა ხმა მოგვეცი-თქო. ბოლოს მითხრა „პლანს“ გაძლევ და ხმას როგორ არ მოგცემო“,- ყვება ნიკა მელია.
ასევე დაგაინტერესებთ:






















