16:53 | 2020-05-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

როგორ გადაურჩა 250 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი სიკვდილს იტალიაში

როგორ გადაურჩა 250 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი სიკვდილს იტალიაში

ექიმი ამერიკის შეერთებულ შტატებში რიჩარდ ლევიტანი ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში ჩატარებულმა ერთმა კვლევამ საკმაოდ დამაიმედებელი შედეგი აჩვენა.

 

ლევიტანი ამბობს, რომ კვლევაში 250 ინფიცირებული პაციენტი მონაწილეობდა.

 

ისინი ექიმებმა სახლში გაუშვეს, თუმცა აუცილებელი პირობა იყო პულსის ოქსიმეტრით ჟანგბადის სისტემატიური კონტროლი.

 

მისივე თქმით, 20-დან ერთი პაციენტი საავადმყოფოში დაბრუნდა მაშინ, როდესაც ორგანიზმში ჟანგბადის დონემ ვარდნა დაიწყო.

 

„მინდა გაგიზიაროთ ახალი კვლევა იტალიიდან. კვლევაში ჩართული იყო 250 პაციენტი, მათ დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსის ინფექცია, ექიმებმა 250-ვე სახლში გაუშვეს სამკურნალოდ, თუმცა აუცილებელი პირობა იყო პულსის ოქსიმეტრით ჟანგბადის სისტემატიური კონტროლი.

 

20-დან ერთი პაციენტი საავადმყოფოში დაბრუნდა მაშინ, როდესაც ორგანიზმში ჟანგბადის დონემ ვარდნა დაიწყო.

 

ამ პაციენტებს ჟანგბადის აპარატით ასუნთქებდნენ, უკლებლივ ყველა გადაურჩა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებას და 250 ადამიანიდან არც ერთი არ დაღუპულა“, – ამბობს რიჩარდ ლევიტანი „იმედის“ ეთერში.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X