
იმის გამო, რომ თვითიზოლაციის რეჟიმში ადამიანების ფიზიკური აქტიურობა შემცირდა, ისინი ჭარბწონიანობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.
ექსპერტებმა რამდენიმე მარტივი ხერხი დაასახელეს, რაც ხელს შეუწყობს არასასურველი კილოგრამების მოშორებას და საკვების რაოდენობის შემცირებას.
ექსპერტები გვასწავლიან, როგორ შევწყვიტოთ ბევრი ჭამა. თვითიზოლაციის რეჟიმის დროს, ადამიანმები იმაზე ბევრს ჭამენ, ვიდრე ჩვეულებრივ რეჟიმში, რადგან ასეთ პირობებში ჭამასა და ჭამას შორის „ცმაცუნის“ მეტი შესაძლებობაა. თუმცა, ზედმეტი საკვების მიღებისგან თავის შეკავება საკმაოდ რეალურია.
უპირველეს ყოვლისა, ექსპერტები გვირჩევენ კვების დღიურის შემოღებას. ეს ხელს შეუწყობს მოხმარებული პროდუქტების რაოდენობისა და ხარისხის აღწერასა და შეფასებას და გვიჩვენებს, თუ რამ განაპირობა ზედმეტი კილოგრამების გაჩენა. ყველა მირთმეული კერძის ჩაწერა შესაძლებელს გახდის, გავიგოთ, რომ ჭამასა და ჭამას შორის თუნდაც პატარა ულუფების მიღება კალორიების საკმაოდ შთამბეჭდავ რაოდენობას აგროვებს.
სპეციალისტები გვირჩევენ ჭამის გრაფიკის დაგეგმვასა და ჩამოწერას, თუ რა საკვები უნდა მივიღოთ საუზმეზე, ლანჩზე, სადილსა და ვახშამზე. მათი თქმით, ტკბილეულისა და ფუნთუშების არა მხოლოდ მენიუდან ამოღებაა საჭირო, არამედ მათი ამოღება საკანფეტეებიდანაც აჭიროა.
იზოლაციის დროს ადამიანები დროს ატარებენ კომპიუტერთან ან ტელევიზორის წინ და როდესაც ხელები უსაქმოდაა, უნებლიეთ მიიწევენ საკვებისკენ. ამრიგად, ფსიქოლოგები გვირჩევენ, რაიმე ხელსაქმით დავკავდეთ: ვხატოთ, ვქსოვოთ ან ფაზლი ავაწყოთ.
გარდა ამისა, გვირჩევენ, რომ თავი შევიკავოთ შაქრის გამოყენებისაგან და არ დავამატოთ ის ჩაისა და ყავაში. მათი აზრით, ტკბილი სასმელი დასაშვებია მხოლოდ დილით.
ასევე უნდა შევზღუდოთ ჩირის მიღება, რადგან, როგორც წესი, მათ მეტი რაოდენობით ვჭამთ, ვიდრე ახალ ხილს. დღის განმავლობაში 2-3 ცალი ხილის მიღება შეგიძლიათ, მაგრამ უმჯობესია, გამორიცხოთ ბანანი, ყურძენი და საზამთრო, მათი მაღალი გლიკემიური ინდექსის გამო.






















