23:39 | 2021-01-17 ავტორი: Prime Time

როგორ გამოიყურება ადგილი, სადაც საქართველოში ჩამოტანილი კოვიდ ვაქცინა უნდა შეინახონ

როგორ გამოიყურება ადგილი, სადაც საქართველოში ჩამოტანილი კოვიდ ვაქცინა უნდა შეინახონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად მზად არის. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

დეპრესიის საწინააღმდეგო 5 საკვები - გიორგი ღოღობერიძის საინტერესო რჩევები
2021-02-18დეპრესიის საწინააღმდეგო 5 საკვები - გიორგი ღოღობერიძის საინტერესო რჩევები

 

იმნაძის თქმით, არის -80°C-გრადუსიანი მაცივრები, რომლებიც იმ შემთხვევაში თუ საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინას შემოიტანენ, 200 ათასი დოზის მიღება შეეძლება.

 

„აქ არის ყველა საჭირო ტემპერატურა, ყველა იმ ვაქცინისთვის, რომელსაც სჭირდება ჩვეულებრივი სამაცივრე პირობები. გვაქვს შესაძლებლობა მივიღოთ მილიონობით დოზა.

 

„არ ყოფილა შემთხვევა ქვეყანაში, რომ ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობის გამო რაიმე მომხდარიყო, ასეთი რამ არ მომხდარა“, – ამბობს პაატა იმნაძე.

 

იმნაძე ამბობს, რომ ე.წ ცივი ჯაჭვი, რომელიც ვაქცინების შენახვის ტექნიკურ მხარეს ითვალისწინებს, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო აქვს.

 

ვიდეო: იმედი
ავტორი: Prime Time

X