00:06 | 2021-10-16 ავტორი: Prime Time

როგორ გამოიყურება ბათუმის ტრაგედიას გადარჩენილი ზვიად თავდგირიძე 

როგორ გამოიყურება ბათუმის ტრაგედიას გადარჩენილი ზვიად თავდგირიძე 

ტრაგედიიდან, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, ერთი კვირა გავიდა. მაშველები 30 საათის განმავლობაში კორპუსის ნანგრევების ქვეშ მოყოლილ 10 ადამიანს უწყვეტად ეძებდნენ.

EXCLUSIVE: ცრემლებში იხრჩობოდნენ მაშველები და ისე მუშაობდნენ - რას ჰყვება ბიჭი, რომელმაც ბათუმის ტრაგედიის დღეს ადამიანი გადაარჩინა
2021-10-15EXCLUSIVE: ცრემლებში იხრჩობოდნენ მაშველები და ისე მუშაობდნენ - რას ჰყვება ბიჭი, რომელმაც ბათუმის ტრაგედიის დღეს ადამიანი გადაარჩინა

 

ზვიად თავდგირიძის გადარჩენა მაშველების და წყალკანალის თანამშრომლის, ლუკა ჩორგოლაშვილის დამსახურებაა.

 

ლუკამ ზვიადი დღეს პირადად მოინახულა და ფოტოც მათი შეხვედრიდან „პრაიმტაიმს“ მიაწოდა.

 

„ვიბრძოლე და ყველაფერი გავაკეთე, რომ ერთი ადამიანი მაინც გადარჩენილიყო და ღვთის წყალობით ეს ადამიანი ცოცხალია. დღეს ვიყავი ზვიადთან, ჩავეხუტე და სურათიც გადავიღე. ყველაფერი ახსოვდა, კარგად გაიხსენა ის მომენტი, როდესაც ნანგრევებში მოყოლილს გარედან ვესაუბრებოდი და ვამხნევებდი. მას ყველაფერი, ყველაფერი ახსოვს“,- ამბობს ლუკა ჩორგოლაშვილი „პრაიმტაიმთან“.

 

ავტორი: Prime Time

X