01:38 | 2020-05-10 ავტორი: ალექსი ქამადაძე

როგორ გამოიყურება გიული ალასანიას სახლი კიევის პრესტიჟულ უბანში (ფოტო)

როგორ გამოიყურება გიული ალასანიას სახლი კიევის პრესტიჟულ უბანში (ფოტო)

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის დედა გიული ალასანია უკრაინულ მედიაში მიხეილ სააკაშვილის სახლის ირგვლივ აგორებულ სკანდალს გამოეხმაურა.

 

მშენებარე სახლზე რეპორტაჟი ერთ-ერთმა უკრაინულმა ტელეარხმა გააკეთა. წამყვანი დაინტერესდა იმ ფულის წარმომავლობით, რომლითაც ეს სახლი შენდება.

 

გიული ალასანია ირწმუნება, რომ სახლი სინამდვილეში მას ეკუთვნის.

 

უკრაინულ მედიაში კი სახლის ფოტოები ვრცელდება და მას სააკაშვილის სახლს არქმევენ.

 

Саакашвілі почав будувати другий маєток під Києвом

 

გიული ალასანიას თქმით, როცა მისი ხელფასი თვეში დაახლოებით 10 ათასი დოლარია, მას შეეძლო საკუთარი თავისთვის ასეთი სახლის ყიდვის უფლება მიეცა, რომელიც სულ რაღაც 100 კვადრატული მეტრის ფართობისაა.

 

თუმცა, სულ სხვა გათვლას აკეთებენე ადგილობრივ მედიაში და აცხადებენ, რომ ასეთი სახლი იმ უბანში 450 ათასი დოლარი ღირს.

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X