
„რადგან ჩვენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნა მოგვიწია, ამან იმუნურ სისტემაზე ზემოქმედება მოახდინა“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ზაფხულს მშვიდად, ემოციების გარეშე უნდა შევხვდეთ. მზეზე რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ და შემოდგომას მომზადებულები შევხვდებით.
„იმუნური სისტემის რამდენიმე ასპექტი არსებობს: სტრესებისგან თავისუფალი გარემო, ფიზიკური აქტივობა, ძილის მოწესრიგება და ბალანსირებული კვება.
თუ ეს ყველაფერი მოწესრიგდება ჩვენ იმუნური სისტემის აღდგენა არ გაგვიჭირდება“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.























