00:47 | 2020-12-20 ავტორი: თამარ ბუჩუკური

როგორ გავუმკლავდეთ COVID-19-ის შემდგომ სინდრომს და მის ხანგრძლივ სიმპტომებს – უცხოური მედია

როგორ გავუმკლავდეთ COVID-19-ის შემდგომ სინდრომს და მის ხანგრძლივ სიმპტომებს – უცხოური მედია

აქამდე, ჯერ კიდევ უცნობია კორონავირუსის მოქმედების ხასიათი და ორგანიზმზე მისი შემდგომი ზემოქმედება. სწორედ პოსტკოვიდურ სინდრომსა და სიმპტომებზე ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციაზე დაყრდნობით სტატიას უცხოური მედია აქვეყნებს.

 

„ხანგრძლივი Covid-19“-ის სიმპტომები 45 დღემდე გრძელდება - კვლევა
2020-12-18„ხანგრძლივი Covid-19“-ის სიმპტომები 45 დღემდე გრძელდება - კვლევა

 

„Covid-19 ხანგრძლივი პროცესია, რომელიც თავდაპირველად მსუბუქიდან მწვავე სიმპტომებამდე მიდის, ბოლო დროს, კორონავირუსის შემდგომი სინდრომი სერიოზულ პრობლემად იქცა. პაციენტები, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, სიმპტომები მაინც ხანგრძლივად აღენიშნებათ. Covid-19-ის შემდგომი სინდრომი არის უკვე დაავადება, რომელიც ვლინდება მაშინ, როცა ვირუსზე ტესტი უარყოფითია.

 

ყველაზე გავრცელებული სიმპტომები, რომელიც გამოჯანმრთელების შემდეგაც აღინიშნებოდეს:

 

  • სუნთქვის გაძნელება,
  • სახსრების ტკივილი,
  • მკერდის ტკივილი,
  • გემოს და/ან სუნის დაკარგვა

 

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) ინფორმაციით, ინფექციამ შეიძლება პაციენტებში გამოიწვიოს სხეულის სხვადასხვა ორგანოებზე სხვადასხვა მრავალმხრივი პრობლემები.

 

რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ - კვლევა
2020-12-18რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ - კვლევა

 

ასაკობრივი კატეგორია, ვისაც პოსტკოვიდური სიმპტომები ხანგრძლივად აღენიშნებათ:

 

მათივე თქმით, ადამიანები, რომლებსაც, სავარაუდოდ, პოსტკოვიდ სინდრომი და მისი ხანგრძლივი სიმპტომები აღენიშნებათ, ასე კლასიფიცირდებიან:

 

  • 50 წელს გადაცილებულები
  • ადამიანები, რომლებსაც Covid-19-ის მძიმე ფორმა ჰქონდათ.” – წერს გამოცემა.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X