
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღესღეობით იზოლირებულ გარემოში გვიწევს ყოფნა. „დარჩი სახლში“, – ეს სიტყვებია, რომლებიც ბოლო პერდიოში ყურში განსაკუთრებით აქტიურად ჩაგვესმის.
თუმცა, ყოველდღიურ ცხოვრებას მოწყვეტა და სახლში ყოფნა არც ისე მარტივია – სტრესული გარემო, უარყოფითი ემოციები ასეთ დროს სულ უფრო და უფრო მძლავრობს.
ასტრონავტებისთვის ეს შეგრძნებები უცხო არაა. კოსმოსში გაფრენაც ხომ ერთგვარ თვითიზოლაციას ჰგავს. თან იქ კარანტინის წესები ბევრად უფრო მკაცრია.
მოდით, ვნახოთ რას გვირჩევენ ასტროვანტები – როგორ გავუმკლავდეთ თვითიზოლაციას? ამის შესახებ სტატიას BBC-ი აქვეყნებს.
„პრაიმტაიმი“ სტატიის თარგმანს გთავაზობთ.
„2017 წელს გადავწყვიტე ასტრონავტივით მეცხოვრა. მე არც უწონადობაში ვიმყოფებოდი, არც რევოლუციურ ექსპერიმენტში არ მიმიღია მონაწილება და არც დედამიწას დავკვირვებივარ ილუმინატორით.
მე ორი დღე სახლიდან არ გავსულვარ. ვმუშაობდი, ვვარჯიშობდი და პაკეტებიდან კოსმონავტებისთვის განკუთვნილ საკვებს ვჭამდი.
შევეცადე გამერკვია, რას განიცდიან ისინი, ვინც მთელი დღეების განმავლობაში საზოგადოებისგან იზოლირებულნი არიან, არ აქვთ შესაძლებლობა, რომ დატოვონ შენობა, მაგალითისთვის კოსმონავტები და ასტრონავტები, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ან, მარსზე შესაძლო ფრენის დროს.
დავუბრუნდეთ 2020 წელს, ახლა ჩვენი პლანეტის მილიონობით მაცხოვრებელი იძულებულია, რომ სწორედ ასე იცხოვროს, რათა მაქსიმალურად მოხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენცია.
ჩვენ უკვე აღარ გვჭირდება იმის წარმოდგენა, თუ როგორია სახლში დღეების განმავლობაში გამოკეტილად ჯდომა.
სანამ ვცდილობთ, რომ ახალ რუტინას შევეგუოთ, უმჯობესი იქნება, რჩევა პროფესიონალებისგან მივიღოთ.
ჩვენ ნასას 2-ექსპერტს დავუკავშირდით. პირველი არის სამედიცინო დოქტორი, ჩელ ლინდგრენი, რომელმაც კოსმოსში 141 დღე გაატარა, ხოლო მეორე ინჟინერი ჯოსელინ დანია, რომელიც ღია კოსმოსში 8 თვის განმავლობაში იმყოფებოდა“, – წერს სტატიის ავტორი, ტიფანი ვენი.
შეეცადეთ, ყოველთვის რაღაცით იყოთ დაკავებული, შეადგინეთ გრაფიკი
„კარგია, თუ 5-წუთიანი ინტერვალებით გამოყოფთ თქვენს დღეს, დაკავდებით სხვადასხვა საქმითა თუ სავარჯიშოთი. თუ სახლიდან მუშაობა შეგიძლიათ, ეს ნამდვილი საჩუქარია თქვენთვის, ბევრ ადამიანს ამის საშუალება არ აქვს“,- ამბობს ჩელ ლინდგრენი.
შეეცადეთ, რომ არ ფოკუსირდეთ უარყოფითზე და საკუთარ თავს შეცდომები აპატიეთ
ლინდგრენი იხსენებს, თუ როგორ დაკარგა 3 საათი ფუჭად, როცა კოსმოსური ტრენაჟორის აწყობა მოუწია. მას შემდეგ კი, რაც ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა აღმოჩნდა, რომ მარჯვენა და მარცხენა დეტალები აურია და პირიქით დაამონტაჟა, ამის გამო მას ახლიდან დაშლა და აწყობა მოუწია.
იმაზე იფიქრეთ მომავალში რა მოიმოქმედოთ რომ იგივე არ დაგემართოთ“,- აღნიშნა ლინდგრენმა.
გაუზიარეთ მოლოდინები თქვენი ეკიპაჟის წევრებს
„მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ეკიპაჟიც და ხალხი, ვისთან ერთადაც ცხოვრობთ, ხვდებოდნენ, რას ელით მათგან.ამის შესახებ ხშირად არის ლაპარაკი საჭირო“,- აღნიშნა ლინდგრენმა.
ჰავაის ექსპერიმენტის დროს, დანის ეკიპაჟის წევრებმა სხვადასხვა მოვალეობა გადაინაწილეს. ყოველ კვირას ეკიპაჟის წევრები დროს მთელი განვლილი კვირის განხილვაზე ხარჯავდნენ.
„კოსმოსი ჩვენი სამუშაო ადგილი იყო, მაგრამ ამასთანავე ის ჩვენი სახლიც იყო“,- ამბობს ლინდგრენი.
ეცადეთ, რომ გაერთოთ ყველასთან ერთად, თუმცა დრო თქვენი თავისთვისაც გამონახეთ
გაერთეთ ოჯახის წევრებთან ერთად, უყურეთ ფილმებს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ გამონახოთ დრო თქვენი თავისთვის. ეს შეიძლება იყოს სულ რაღაც 30 წუთი, მაგრამ დარჩით საკუთარ თავთან მარტო. მიმართეთ მედიტაციას, იფიქრეთ.
„დაკავდით ფიზიკური აქტივობებით, აკონტროლეთ სტრესი, მზად იყავით კონფლიქტებისთვის – ისინი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია“,- გვირჩევენ ასტრონავტები.






















