
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ლელა წურწუმია კოვიდ ინფიცირებულია, აქტუალური გახდა შოუბიზნესის წარმომადგენლების ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც წურწუმიას უახლოეს გარემოცვად მოიაზრება.
დღის განმავლობაში მომღერლის მეუღლისა და პროდიუსერის კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩას, კოლეგისა და მეგობრის სტეფანე მღებრიშვილის მიმართვა გავრცელდა.
“ველაპარაკე უსაყვარლეს ლელა წურწუმიას და უკეთ არის ❤
ყველა მეგობრისთვის ტანკის ქვეშ რომ შევარდება და ყველაფერს გააკეთებს, რომ მის გარშემო ყველა კარგად იყოს… ის ლელა წურწუმიაა ეგ! ხო და როცა ეგეთი ძლიერია ადამიანი, კოვიდიც ვერაფერს დაუშავებს.” – წერს სტეფანე.
ორივე მათგანი ამ დრომდე თავს ჯანმრთელად გრძნობს, მათ კორონავირუსი არ დადასტურებიათ.
“მეგობრებო, უარყოფითი პასუხი მომივიდა. განმეორებით კიდევ სამ დღეში უნდა დავტესტო. ყველაფერი კარგადაა“, – წერს მამულაშვილი.
რაც შეეხება ლელა წურწუმიას კიდევ ერთ მეგობარ მუსიკოსს – კახა ცისკარაძეს, მას “პრაიმტაიმი” ესაუბრა და როგორც ჩვენთან საუბარში განაცხადა, მან კოვიდზე ტესტი გაიკეთა და პასუხი უარყოფითია.
“ლელა ჩემი ცხოვრების კონტაქტია, მაგრამ ამჯერად, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა, არ მინახავს. ისე, ვაქცინირებული ვარ და ყველას ვურჩევ, სხვების სიცოცხლის გადასარჩენად აიცერით ან შემუშაოვდეს რაიმე მექანიზმი, რომ აცრილები არ დავზარალდეთ – ცხოვრება ჩერდება, გვკეტავენ და გვაპაუზებენ. ეს ჩემი აზრია…” – ამბობს კახა ცისკარაძე.






















