13:42 | 2021-03-31 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„როგორ გვენანებით, ლალი ექიმო!“ – ვინ არის ჩაფიძის კლინიკაში გარდაცვლილი ექიმი

„როგორ გვენანებით, ლალი ექიმო!“ – ვინ არის ჩაფიძის კლინიკაში გარდაცვლილი ექიმი

მედკაპიტალის“ ექიმი, რომელის ვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ გარდაიცვალა 52 წლის ლალი ჯავახიშვილია.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილ ექიმს პრობლემები ჰქონდა გულზე. როგორც ექიმის ახლობელი გვიყვება, გასულ წელს იგი სამი თვის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

 

ამასთან, 52 წლის ექიმს სუნთქვის პრობლემებიც აღენიშნებოდა.

 

გარდაცვლილ ექიმს სოციალურ ქსელში კოლეგები, მეგობრები და პაციენტები ემშვიდობებიან:

 

 

„ლალი ექიმო როგორ დამენანეთ ღმერთმა ნათელში გამყოფოთ.

 

უნიჭიერესი ქალბატონი რომელსაც ვანდობდი ჩემ სამ შვილს დაუფიქრებლად, ლალი ექიმო ნათელი და სანთელი იყოს თქვენი სულის… ერთადერთი უძლიერესი პედიატრი ძალიან დაგვაკლდებით ყველას“, – წერენ სოციალურ ქსელში.

 

 

ნახეთ ვიდეო: რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე ექიმის გარდაცვალებაზე


 

ექიმის გარდაცვალება კორონავირუსზე აცრას არ უკავშირდება! - ჯანდაცვის მინისტრი „მედკაპიტალის“ ექიმზე
2021-03-31ექიმის გარდაცვალება კორონავირუსზე აცრას არ უკავშირდება! - ჯანდაცვის მინისტრი „მედკაპიტალის“ ექიმზე

 

პირველად მოკვლევაზე დაყრდნობით ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინა ტიკარაძემ აღნიშნა, რომ „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალება კორონავირუსზე აცრას არ უკავშირდება.

 

“რეგულირების სააგენტო ამ წუთებში იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკვლევით პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის ამ ეტაპზე, დადგენილი არ არის. მიმდინარეობს მოკვლევა. მოგვიანებით გვეცოდინება ინფორმაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.

 

მედკაპიტალის“ ექიმმა კორონავირუსზე აცრა ორი კვირის წინ გაიკეთა, თუმცა კლინიკა მის გარდაცვალებასთან ვაქცინაციის კავშირს გამორიცხავს. ცნობილია, რომ ექიმს გულის იშემიური დაავადება ჰქონდა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X