
გასულ კვირას, ჩრდილოკორეულ მედიაში გავრცელდა ფოტოები, რომელიც სამხედრო წვრთნების დროს არის გადაღებული. ამ კადრებზე სამხედრო მოსამსახურეები ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან ერთად არიან.
აღსანიშნავია, რომ ეს კორონავირუსის აფეთქების შესახებ ინფორმაციის გავრცელებია შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში გადაღებული პირველი ფოტოა.
ოფიციალური ფხენიანი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა სხვადასხვა წყაროების ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში დაავადებულების დახვრეტის ბრძანებაა გაცემული.
რაც შეეხება ფოტოს, ექსპერტები ამბობენ, რომ მიუხედავად ნიღბებისა, რომლებიც გენერლებს უკეთიათ, კიმ ჩენ ინი კორონავირუსისგან დაცული არ არის, რადგან მასსა და გენერლებს შორის მანძილი საკმაოდ ახლოა. ნიღბების გაკეთება რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი თვითონ არის ინფექციის მატარებელი და ცდილობს დაიცვას გარშემომყოფები. როგორც ფოტოზე ჩანს, გენერლები თავიანთ ლიდერს ამ გზით იცავენ.






















