
ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ აგორებულ სკანდალს საზოგადოების მხრიდან, დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.
გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ნეკა დოროყაშვილს შვილთან სოციალური მუშაკია ჩართული.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ნეკა დოროყაშვილი არღვევდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ნახვის დღეებს და ბავშვს მამასთან, ნიკოლოზ ბასილაშვილთან არ უშვებდა.
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საქმეში სოციალური მუშაკი ჩაერთო და ის უწევს მონიტორინგს არასრულწლოვნის ცხოვრებას ორივე მშობლებთან.
„ყოფილა შემთხვევები, როცა ნეკა ბავშვს მამასთან არ უშვებდა, რა იყო ამის მიზეზი არ ვიცი. ნიკა არაჩვეულებრივი მამაა, მაქსიმუმს უკეთებს შვილს და ძალიან უყვარს.
სასამართლოს ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიმართა და მოითხოვა კანონიერად განსაზღვრულიყო ბავშვთან მამის მხრიდან, ნახვის დღეები.
ასეც მოხდა. მერე საქმეში სოციალური მუშაკი ჩაერთო. ის უწევდა ზედამხედველობას, როგორ ითანამშრომლებდნენ სოციალურ სამსახურთან ყოფილი მეუღლეები.
სოციალურმა მუშაკმა მაქსიმუმი გააკეთა და ის ბავშვის ინტერესებს იცავს. მოხერხდა ისე, რომ არცერთ მშობელს ბავშვი არ დაშორებია.“ – ამბობს წყარო.
„პრაიმტაიმი“ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაუკავშირდა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ოჯახურ დავაში სოციალური მუშაკი ნამდვილად ჩართული იყო.
„იყო ოჯახური დავა, რომელშიც სოციალური მუშაკი ჩაერთო. არასრულწლოვნის ინტერესებს მაქსიმალურად იცავდა.
მეტს ვერაფერს ვიტყვით ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.“ – განმარტავს ელენე მარტაშვილი.























