
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველო მსოფლიო ლიდერებისგან მილოცვებს იღებს. მილოცვებში ყურადღება გამახვილებულია იმ რთულ გზაზე, რომელიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე გაიარა და კვლავაც აგრძელებს ბრძოლას.
ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მილოცვაში ნათქვამია, რომ ერთგული პარტნიორის რანგში, ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს.
„როდესაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურებაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას. შეერთებულ შტატებში მამაცი ქართველი ჯარისკაცების მადლიერნი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების გვერდში მსახურობენ და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების პერიოდში“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მილოცვას ავრცელებს ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
„მომავალ წლებში ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს დემოკრატიული პროცესების განმტკიცებაში, როდესაც საქართველო ქმნის უფრო დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას და სრულფასოვან, ფუნქციონალურ პარლამენტს. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატალანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას, ისევე როგორც მათ ძალისხმევას, წინ წაწიონ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება „კოვიდ-19“ -ის პანდემიის შემდეგ აღდგენის პროცესში. ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობის სულისკვეთებით, გისურვებთ ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს“,- ნათქვამია მილოცვაში.
ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანიც. როგორც დეგნანი ამბობს, ქართველებს და ამერიკელებს თავისუფლების სიყვარული აერთიანებთ.
„ქართველი და ამერიკელი ხალხები თავისუფლების სიყვარულს, შემოქმედებისა და ურთიერთობის სურვილს საბჭოთა ოკუპაციის დროსაც მნიშვნელოვან კონტაქტს ინარჩუნებდნენ. როგორც 1921 წელს მარო მაყაშვილი სწერდა მამას, „ნუ გეშინიათ გავიმარჯვოთ სახელოვნად!“, საბოლოოდ საქართველომ გაიმარჯვა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს საქართველო“,- აცხადებს კელი დეგნანი.
ასევე, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს და ვიდეოსაც აქვეყნებს.
🇬🇪 Happy #independenceday #Georgia #Sakartvelo, this time from your close partner – #Ukraine. #26May is a reminder that #Independance and #Freedom do not come easy but they are worth fighting for. In this fight you are not alone.
1/3 pic.twitter.com/C1Rh6SBXI7— Viola von Cramon (@ViolavonCramon) May 26, 2021
საქართველომ მილოცვა მიიღო გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორისგანაც.
„თქვენს ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მინდა, გადმოგცეთ ჩემი მილოცვა საუკეთესო სურვილებთან ერთად, ქართველი ხალხისთვის. რთული წლის შემდეგ, ვიმედოვნებ, დავძლევთ გლობალურ გამოწვევებს ჯანდაცვაში. უკეთესი მომავლის იმედი მაქვს“, – ნათქვამია ელისაბედ მეორის მილოცვაში“,– ნათქვამია გავრცელებულ მილოცვაში.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მილოცვა სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე გაავრცელა.
საქართველოს და ყველა მის მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ!
ევროკავშირისთვის საქართველოსთან მჭიდრო კავშირი და პარტნიორობა საამაყოა!
ერთობლივი მუშაობა საქართველოს მეტი ძლიერების, დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისთვის გრძელდება! 🇪🇺🇬🇪 pic.twitter.com/sX6SxQlV0X— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) May 26, 2021
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტი მისალოც წერილში გამოთქვამს რწმენას, რომ ორი ხალხის მეგობრობა, ახლო მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა, მომავალშიც გაგრძელდება.
ამასთან, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი მისალოც ტექსტს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აქვეყნებს.
Very warm greetings from #Latvia to #Georgia celebrating Independence Day! @DZalkaliani @MFAgovge
🇬🇪🇬🇪🇬🇪— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) May 26, 2021
ლიეტუვის პრეზიდენტი კი მისალოც წერილში ყურადღებას აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციაზე ამახვილებს.
„ჩვენი ქვეყანა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას არასოდეს შეეგუება. ლიეტუველი ხალხის სახელით თითოეულ თქვენგანს საუკეთესო განწყობას გისურვებთ“,- ამბობს გიტანას ნაუსედა.
ამასთან, საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ვიდეომიმართვით, ქართულ ენაზე ულოცავს.
Would like to congratulate the people of #Georgia on the Independence Day of their beautiful country. May your flag always wave high and proud & your determination for #freedom remain relentless. #Lithuania will continue standing with you on this worthy road 🇱🇹🇬🇪 pic.twitter.com/BMv3MdnJoa
— Andrius Kalindra (@a_kalindra) May 26, 2021






















