
როგორც ვიცით საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ახალი შტამი „ომიკრონი“ ძირითადად აუცრელ ადამიანებში ვრცელდება
„ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული ცვლილება მკურნალობის მიდგომასთან მიმართებაში არ გვაქვს. რაც გვაქვს მონაცემები ამ ახლა შტამზე ეს არის, რომ ის განსაკუთრებული მძიმე მიმდინარეობით არ ხასიათდება. ასევე ვიცით, რომ მისი გავრცელება ძირითადად აუცრელ ადამიანებშია“, – განაცხადა რეხვიაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“.
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით საქართველოში ახალი შტამი „ომიკრონი“ არ დაფიქსირებულა.
ასევე დაგაინტერესებთ:























