16:03 | 2020-03-18 ავტორი: თეონა ყაჭიური

როგორ მოხდება უცხოეთში დარჩენილი ქართველების ჩამოყვანა ქვეყანაში – ნათია თურნავას განმარტება

როგორ მოხდება უცხოეთში დარჩენილი ქართველების ჩამოყვანა ქვეყანაში – ნათია თურნავას განმარტება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავა განმარტავს, თუ როგორ მოხდება უცხოეთში დარჩენილი მგზავრების ქვეყანაში დაბრუნება.

 

მისი თქმით, საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობა ავიაკომპანიების რეისებს დაასუბსიდირებს.

 

„ჩვენ აბსოლუტურად შეთანხმებული და ერთიანები ვართ იმ საკითხებში, სადაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანას გართულებული კომუნიკაციების პერიოდში. ჩვენ ყველა საჭირო დახმარებას, იქნება ეს სუბსიდია თუ რაიმე სხვა დახმარება, ამისთვის გავწევთ. ეს არის სუბსიდია და დახმარება არა რომელიმე კონკრეტული კომპანიის, თუმცა არც ამას მოვერიდებით დღესდღეობით, არამედ ჩვენი მოქალაქეების დროულად და შეუფერხებლად ჩამოყვანის თვალსაზრისით. მაგრამ მე მინდა განვმარტო მექანიზმი – აქ საუბარი არის არა უფასო რეისებზე, აქ საუბარია კომერციულ რეისებზე, იმისთვის, რომ ეს კომერციული რეისები იყოს მდგრადი. ჩვენ ავკრძალეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლა და ისინი გამოაკლდნენ პოტენციურ მგზავრებს. მხოლოდ ქართველი მოქალაქეები ვერ იქნება იმ რაოდენობით წარმოდგენილი, რომ ხომალდის გაგზავნა კომერციულად მდგრადი იყოს, ჩვენ გარკვეულ თანამონაწილეობას გავიღებთ და შევავსებთ, მაგრამ ბილეთები იქნება ფასიანი. ასევე გეტყვით, რომ შევთანხმდით და ბილეთების ფასი, რომელიც ამ ბოლო დროს კრიტიკას იწვევდა, რადგან საკმაოდ მაღალი იყო, თანამონაწილეობის შედეგად სერიოზულად დაიკლებს და იქნება ძალიან ხელმისაწვდომი“, – განაცხადა თურნავამ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X