
რაც უფრო ასაკიანი ხარ მით მეტი ანტისხეულები გაქვს. მონრეალის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ 50 წელს ზემოთ ადამიანებს, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ COVID-19-ისგან, უფრო მეტი ანტისხეულები აქვთ ვირუსის წინააღმდეგ, ვიდრე ახალგაზრდებს.
კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს Pfizer-BioNTech ან AstraZeneca-Oxford COVID-19 ვაქცინები, აქვთ მნიშვნელოვნად მაღალი ანტისხეულების დონე, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი.
„რამაც ყველაზე მეტად გაგვაოცა, იყო ის, რომ 50 წელზე უფროსი ასაკის ბუნებრივად ინფიცირებული პირების მიერ წარმოებული ანტისხეულები უზრუნველყოფდნენ დაცვის უფრო დიდ ხარისხს, ვიდრე 50 წლამდე მოზრდილებში“, – თქვა ჯოელ პელეტიერმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას.






















