00:32 | 2020-04-10 ავტორი: ნინი ტაველიძე

როგორ მოვუაროთ CoViD-19-ით ინფიცირებულ ადამიანს სახლში

როგორ მოვუაროთ CoViD-19-ით ინფიცირებულ ადამიანს სახლში

როგორ მოვუაროთ CoViD-19-ით ინფიცირებულ ადამიანს სახლში – ვიდეოს ამ სათაურით BBC აქვეყნებს.

 

თუ თქვენ სახლში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი გყავთ და მას უვლით, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

 

  • ადამიანს, რომელსაც ახალი კორონავირუსის სიმპტომები აქვს, დასვენება, ნოყიერი საკვები და რეგულარული ძილი ესაჭიროება. შეგიძლიათ სიცხის დასაწევად პრეპარატი „პარაცეტამოლი“ გამოიყენოთ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები გაუარესებას დაიწყებს ან ერთი კვირის თავზე არ გაქრება, უცილებლად უნდა დაეკონტაქტოთ სამედიცინო ცენტრს.

 

  • მოახდინეთ იმ ადგილის სრული იზოლირება, სადაც CoViD-19-ით ინფიცირებული ადამიანი იმყოფება. აუცილებელია, რომ 7 დღის განმავლობაში ის სხვებისგან იზოლირებული იყოს. კარგი იქნება თუ მას საკუთარი ოთახი ექნება.

 

  • მისთვის საკვები კარებთან უნდა დატოვოთ.

 

როგორ მოვიქცეთ მაშინ, თუ საკმარისი ფართი არ გაქვთ და მასთან ერთ ოთახში ყოფნა გიწევთ?

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მასთან ერთ ოთახში ყოფნა გიხდებათ, შეინარჩუნეთ 2 მეტრის დისტანცია და თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, სამედიცინო ნიღაბი გაიკეთეთ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ ნიღაბს და ოთხიდან გასვლისას არ მოისროლოთ.

 

რა უნდა გააკეთოთ თუ თქვენ და CoViD-19-ით ინფიცირებული ადამიანი საერთო სამზარეულოსა და აბაზანას მოიხმართ?

  • სეთ შემთხვევაში აუცილებელია შეადგინოთ ცხრილი – როდის მოიხმართ აბაზანასა და სამზარეულოს თქვენ და როდის ის. გამოყენების შემდეგ კი აუცილებლად გაწმინდეთ ყველაფერი.

  • ყველაფერი, რასაც ის შეეხება, შესაძლოა, ვირუსის გავრცელების წყარო გახდეს. ხშირად გაწმინდეთ სახელურები.

 

  • მიეცით მას თავისი პირსახოცები, არ აურიოთ ერთმანეთში სარეცხი.

 

  • რეგულარულად დაიბანეთ ხელები – მასთან სიახლოვის, საკვების მომზადების, საჭმლის წინ.

 

  • ყველა ადამიანმა, ვისაც ინფიცირებულთან ახლო კონტაქტი აქვს, 2 კვირის განმავლობაში აუცილებლად უნდა დაიცვას იზოლაციის წესები.

 

  • კურიერმა ყველა თქვენი წამალი და საკვები კარებთან უნდა დატოვოს. თუ გარეთ სავარჯიშოდ გახვალთ, აუცილებლად დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია.

 

 

გახსოვდეთ, იმისთვის, რომ სხვაზე იზრუნოთ, თავად უნდა იგრძნოთ თავი კარგად!

თქვენს თავზე ზრუნვა, მათზე ზრუნვის შემადგენელი ნაწილია!

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სახლში მკურნალობის პროტოკოლი უკვე მზად არის.

 

„ეს მკურნალობაც იქნება სიმპტომური ისევე, როგორც სტაციონარში მკურნალობა“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X