21:18 | 2020-04-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როგორ მუშაობს ზოოპარკი და როგორია ზოოპარკული კარანტინი

როგორ მუშაობს ზოოპარკი და როგორია ზოოპარკული კარანტინი

თბილისის ზოოპარკი, რომელიც მზიან და ნათელ დღეებში უამრავ სტუმარს იღებს, დღეისათვის ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო, დაკეტილია.

 

როგორ მუშაობს ზოოპარკი და როგორია ზოოპარკული კარანტინი, ამ თემაზე სასაუბროდ „პრაიმტაიმი“ ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს დაუკავშირდა.

 

როგორც დირექტორმა გვითხრა, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს ვეღარ იღებენ, ცხოველები „მოწყენას“ მაინც ვერ გრძნობენ.

 

„მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში განვაგრძობთ. ზოოპარკი იმ წესებს ემორჩილება, რა წესებიც შემოღებულია ქვეყანაში.

 

თანამშრომლები, რომლებსაც შეუძლიათ რომ დისტანციურად იმუშაონ, მუშაობენ დისტანციურად. თუმცა, ცხოველების მოვლა დისტანციურად შეუძლებელია – მათ სჭირდებათ კვება, დასუფთავება, ყურადღების მიქცევა, რომ რაიმე დაავადება არ გაუჩნდეთ, ამიტომ თანამშრომლები, რომელთაც უშუალოდ აქვთ ცხოველებთან შეხება, ჩვეულებრივ მუშაობენ.

 

ზოგიერთი ცხოველი როცა დაინახავს ვინმეს, ინტერესით ათვალიერებს. განსაკუთრებული მოწყენილობა არ ეტყობათ.

 

კარანტინს ერთი დადებითი მხარე ის აქვს, რომ ცხოველებს უაზრო საჭმელებს არავინ უყრის, ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, ცუდია, რომ კაციშვილი არ შემოდის.

 

 

რაც შეეხება ახალ ზოოპარკს, ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, მშენებლობა დროებით შეჩერდა.

 

„მშენებლობა მიდიოდა, რომელიც ახლა, ძალიან მალე უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ფაქტობრივად, 2 თვეა შეჩერებულია. დამთავრდება აუცილებლად, ბრალოდ დროში გადაინაცვლებს“, – ამბობს გურიელიძე.

 

თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ს ფოტო.

 

 

სოციალური დისტანცირება და პირადი ჰიგიენის დაცვა ზოოპარკულად 👌

სოციალური დისტანცირება და პირადი ჰიგიენის დაცვა ზოოპარკულად 👌

Gepostet von თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo am Montag, 6. April 2020

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X