01:10 | 2020-09-18 ავტორი: Prime Time

როგორ ნადგურდება კოვიდინფიცირებულების მიერ მოხმარებული ნარჩენები

როგორ ნადგურდება კოვიდინფიცირებულების მიერ მოხმარებული ნარჩენები

როგორ მუშავდება საქართველოში კოვიდინფიცირებულები მიერ მოხმარებული და მათთან შემხებლობაში მყოფი ნარჩენები? – როგორც ნარჩენების გადამამუშავებელი ერთ-ერთი კომპანიის, „მედიკალ ტექნოლოგის“ თამაშრომელმა ბესიკ წიქარიშვილმა “პრაიმტაიმთან” საუბრისას განაცხადა, ინფიცირებულების მიერ მოხმარებული ყველა ნარჩენი მაღალ ტემპერატურაზე იწვება.

 

მისივე თქმით, ნარჩენების განადგურების სხვა მეთოდს კომპანია არ იყენებს.

 

უნდა დავიძახოთ SOS! - რატიანი ეპიდსიტუაციის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს
2020-09-11უნდა დავიძახოთ SOS! - რატიანი ეპიდსიტუაციის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს

 

„ნარჩევნები ჯერ თავსდება სპეციალურ კონტეინერებში და შემდეგ მაღალ ტემპერატურაზე სპეციალურ ღუმელში იწვება. მათი განადგურების სხვა მეთოდს არ ვიყენებთ.

 

ჩვენ ნარჩენები გამოგვაქვს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან. ნარჩევნები ტერიტორიულად ქალაქგარეთ, გარდაბნის რაიოშიც იწვება. ჩვენ მათ ვწვავთ რუსთავის შემოვლით გზაზე. ნარჩენები კლინიკიდან ყოველდღიურად უსაფრთხოდ გაგვაქვს“,- განაცხადა წიქარიშვილმა.

 

ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ინფიცირებულების მიერ მოხმარებული ნარჩევნები საქართველოში არსებული კანომდებლობის შესაბამისად ნადგურდება.

 

„ნებისმიერ დაწესებულებას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული იმ კომპანიასთან, რომელსაც აქვს შესაბამისი ლიცენზია. ყველა ნარჩენები ხელშეკრულების მიხედვით მუშავდება. ეს ყველაფერი არის სახელმწიფო ბრძანებულებებში და შესაბამის დადგენილებებში გაწერილი.

 

ზოგადად, ნარჩენების განადგურების სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური არის დახურულ კამერაში დაწვა. არის მეორე ტიპიც, ნარჩენების დამარხვა. ინფიცირებულების მიერ მოხმარებულ ნარჩენებს უმეტესად დაწვით ანადგურებენ“,-განაცხადა ჩოკოშვილმა.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

ავტორი: Prime Time

X