13:57 | 2021-10-03 ავტორი: Prime Time

როგორ ნაწილდება მანდატები თბილისის საკრებულოში – უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ინარჩუნებს

როგორ ნაწილდება მანდატები თბილისის საკრებულოში – უმრავლესობას „ქართული ოცნება“  ინარჩუნებს

თბილისის 50-წევრიან საკრებულოში „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ, მანდატების უმრავლესობას აიღებს.

 

დედაქალაქის 769 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 621 უბანი. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, თბილისისთვის დადგენილი 2.5%-იანი საარჩევნო ბარიერი ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.

 

წინასწარი მონაცემებით, მანდატები თბილისის საკრებულოში სავარაუდოდ ასე განაწილდება:

 

„ქართული ოცნება“ – 19 პროპორციული და 9 მაჟორიტარული მანდატი. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ, მხოლოდ საბურთალოზე გაიმართება, სადაც მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს ხმების მხოლოდ 38.16% აქვს მიღებული.

„ნაციონალური მოძრაობა“ – 13 მანდატი,

„გახარია საქართველოსთვის“ – 4 მანდატი,

„ლელო“ – 2 მანდატი,

„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 1 მანდატი,

ანა დოლიძის პარტია“ – 1 მანდატი.

 

 

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X