
თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებები გაკეთდა.
ჟურნალისტმა თეთრი სახლის სპიკერს მიმართა კითხვით:
ძალადობა მოხდა თბილისში, საქართველოში, სადაც თავს დაესხნენ ლგბტქ აქტივისტებს და ასევე ჟურნალისტებს. ახლახანს პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ გამოიყენებს აშშ -ს დიპლომატიასა და საგარეო დახმარებას, რათა ხელი შეუწყოს ლგბტ უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში. როგორ მიესადაგება ეს საქართველოში არსებულ ვითარებას? მოჰყვება თუ არა მიღებული რელური ზომები ისეთ სიტუაცებშიში, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში და სხვა ქვეყნებში, სადაც ლჯბტქ და უმცირესობების უფლებები არ არის დაცული?
ჯენ ფსაკიმ, თეთრი სახლის სპიკერმა, კითხვას ასე უპასუხა:
„აბსოლუტურად, ეს არის პრეზიდენტის პრიორიტეტი. ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახელმწიფო მდივნის პრიორიტეტია. საქართველოსთან პირდაპირ ჩართულობაზე უფრო კონკრეტული ინფორმაციის მოცემა ალბათ უფრო სახელმწიფო დეპარტამენტს შეეძლება. მე არ მაქვს რაიმე პოლიტიკის შესახებ განცხადება ან გადაწყვეტილება, რომელიც შემიძლია გაგაცნოთ”.
თბილისში განვითარებული მოვლენები შეაფასეს სახელმწიფო დეპარტამენრშიც.
ნედ პრაისი, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებულნი არიან დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისა კონსტიტუციური უფლებები და პასუხისმგებლობაში მისცენ ძალადობის ჩამდენი პირები.
„ჩვენ ვგმობთ ძალადობრივ თავდასხმებს საქართველოში, რომელიც 5 ივლისს სამოქალაქო აქტივისტებზე, თემის წევრებზე, ჟურნალისტებზე განცორციელდა.
ქართველებს, ისევე როგორც ყველა ადამიანს მსოფლიოში, აქვთ თავიანთი შეხედულების გამოხატვის უფლება, მაშინაც კი, როდესაც ისინი კონკრეტულ კონტექსტში შეიძლება არაპოპულარულად ან საკამათოდ ჩაითვალოს.
საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, სამართალდამცავ ორგანოებსა და ინსტიტუტებს შევახსენებთ მათი პასუხისმგებლობის შესახებ – დაიცვან ყველა ის, ვინც იყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებებს, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც პრესის თავისუფლებით სარგებლობენ და საჯაროდ დაგმონ ძალადობა.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას და სხვა მისიებთან ერთად – ასე რომ, მხოლოდ შეერთებული შტატები არ საუბრობს ამის შესახებ“,- აღნიშნა პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, 6 ივლისს პარლაენტთან მშვიდობიანმა მოქალაქეებმა მდუმარე აქცია ჩაატარე, რომელსაც „თბილისი პრადიცი“ შეუერთდა. მდუმარე აქციის პარალელურად, რუსთაველზე მოძალადე ჯგუფები გამოჩნდნენ, რომლებსაც პოლიცია აკავებდა. მას შემდეგ, რაც მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, მოძალადე ჯგუფები პარლამენტის წინ მიცვივდნენ და ევროკავშირის დროშა ჩამოხიეს.
დაგაინტერესებთ:























