
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დღეს 17 პირი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი, დააკავეს. სავარაუდო ბრალდებულების დაკავება დღეს დილით მოხდა.
დიღმის სამმართველოში მათი გამოკითხვა დილიდან მიმდინარეობდა. ოპერატორების ობიექტივში მოხვდნენ დაკავებულები, რომლებიც იზოლატორში გადაიყვანეს.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის შავი „ტოიოტა ქამრის“ მძღოლი და მისი მგზავრი, მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე არიან.
დაკავებულების ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები რამდენიმე საათის წინ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულებს, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის “ა” პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს – თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.
📌 გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე 17 პირი დააკავეს
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on პარასკევი, 26 ივნისი, 2020























