
უცხოური მედია შემაჯამებელ სტატიას აქვეყნებს Covid-19-ისა და კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ სათაურით – კორონავირუსი: როგორ შეიძლება განვითარდეს პანდემია 2021 წელს
გამოცემის თანახმად, მსოფლიოს ამოცანა მასობრივი ვაქცინაციაა, რომელმაც შემთვევათა ოდენობა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს. აქვე ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ახალახალი შტამების აღმოცენების პარალელურად სხვადასხვა სახის ვაქცინების შექმნის საჭიროება დღის წესრიგში დადგეს და ახალშობილები დაბადებისთანავე აცრან, რათა მოსახლეობის იმუნიტეტის უზრუნველყოფა შესაძლებელი იყოს.
“COVID-19-ის ვაქცინაცია ახლა ტარდება, მაგრამ მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ამ სასიხარულო ინფორმაციამ შეამსუბუქა ვირუსის ახალი, პოტენციურად უფრო ინფექციური შტამების გაჩენა. ზუსტად როგორ განვითარდება პანდემია, უფრო გაურკვეველი გახდა.
სავარაუდოდ, მომდევნო დაახლოებით სამი თვე რთული იქნება და ვირუსებისგან დაცლილი ცხოვრება ალბათ, ჯერ კიდევ შორსაა. ზოგი რამ შეიძლება არ დაბრუნდეს ისე, როგორც ადრე იყო. იმის პროგნოზირება, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია რთულია, მაგრამ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რისი პროგნოზირებაც შესაძლებელია. ამის გათვალისწინებით, აი რას უნდა ველოდოთ მომავალი წლისგან.
რა გავლენას მოახდენს ახალი შტამი?
ამჟამად, მხოლოდ შეზღუდული ინფორმაციაა ახალი ვირუსული შტამის შესახებ. მართალია, ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული, მაგრამ ცნობილია, რომ არ იწვევს უფრო მძიმე დაავადების ჩამოყალიბებას და ვერ შეძლებს ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტის დაქვეითებას.
ამასთან, ვირუსს შეუძლია მნიშვნელოვანი მუტაციების წარმოქმნა, ხოლო შემდგომმა მუტაციებმა შეიძლება შეცვალოს ეპიდემიის მიმდინარეობა. ამიტომ პანდემიის სწრაფად დათრგუნვა კიდევ უფრო გადაუდებელ ამოცანად იქცა. ამიტომ, უფრო მკაცრი შეზღუდვები, სავარაუდოდ, ახალ წელს გაგრძელდება და შესაძლოა ვირუსის კონტროლისთვის შემდგომი შეზღუდვები დაგვჭირდეს.
რამდენ ხანს აქვს ვაქცინას შედეგი?
სავარაუდოდ, იმუნიტეტის გამომუშავებას მრავალი თვე დასჭირდება.
დიდ ბრიტანეთში ექიმები ვაქცინაციას უკვე ატარებენ და ერთი ინგლისური საშუალო სამედიცინო დაწესებულება თითქმის 9000 ადამიანს ზედამხედველობს. თუ ჩავთვლით, რომ ექიმები ყოველდღიურად რვა საათს მუშაობენ, ერთი პირის ვაქცინაციისთვის კი 10 წუთი სჭირდება, მათ ერთ წელზე მეტი დასჭირდებათ, რომ ყველა პაციენტი უზრუნველყონ. ეს გვიჩვენებს დავალების მასშტაბს. შეფერხება კი, გარდაუვალი იქნება.
გარდა ამისა, საჭიროა Pfizer ვაქცინის ორი დოზის დანიშვნა 21 დღის შუალედით, სრული იმუნიტეტი მიიღწევა მეორე ვაქცინიდან შვიდი დღის შემდეგ. სხვა ვაქცინები – მაგალითად AstraZeneca-ს კიდევ უფრო მეტ პერიოდს საჭიროებს დოზებს შორის. თითოეულ ვაქცინირებულ პირს სრული ეფექტის მისაღწევად მინიმუმ ერთი თვე დასჭირდება (შეიძლება მეტიც).
შეიძლება თუ არა ვაქცინაციამ ვირუსის აღმოფხვრა გამოიწვიოს?
ეს ჯერ არ ვიცით, რამდენ ხანს გასტანს ვაქცინაზე დაფუძნებული იმუნიტეტი. მთავარი იქნება მაინც იმუნიტეტი. ვირუსის სრულად აღმოფხვრა ძალიან რთული იქნება და საჭიროა მთელი მსოფლიოს ძალისხმევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოლიომიელიტის აღმოფხვრასთან ახლოს მივედით, ჩუტყვავილა რჩება ერთადერთ ადამიანურ დაავადებად, რომელსაც სრულად მართვამდე 200 წელი დასჭირდა. მაგალითად, წითელა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში თითქმის აღმოფხვრილი იყო, კვლავ ბრუნდება. ზოგი ვაქცინა, წითელას მსგავსად, თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაცვის გარანტს იძლევა, ზოგს სჭირდება განმეორებითი აცრა, მაგალითად ტეტანუსი.
თუ COVID-19 რეგულარულად და მნიშვნელოვნად მუტაციას ახდენს და ამის პოტენციალი მან ახლახანს აჩვენა – შეიძლება დაგვჭირდეს პერიოდულად ახალახალი ვაქცინების მიღება, ისევე როგორც გრიპის შემთხვევაში. გრძელვადიან პერსპექტივაში ასევე დაგვჭირდება ბავშვების აცრა მოსახლეობის იმუნიტეტის შესანარჩუნებლად.” – ნათქვამია სტატიაში.






















