19:10 | 2021-03-16 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“როგორ შეიძლება ღვაწლმოსილი მეცნიერის ხელფასი, პარლამენტარის ხელფასს ჩამორჩებოდეს?” – დავით ზილფიმიანი

“როგორ შეიძლება ღვაწლმოსილი მეცნიერის ხელფასი, პარლამენტარის ხელფასს ჩამორჩებოდეს?” – დავით ზილფიმიანი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით ზილფიმიანმა დღეს მეცნიერების, პროფესორ-მასწავლებლების და პედაგოგების პრობლემაზე ისაუბრა.

 

„არასოდეს დავიღლები იმ პრობლემებზე საუბრით, რაც დღესდღეობით, ჩვენს მეცნიერებს, პედაგოგებს და პროფესორ-მასწავლებლებს აწუხებთ.

 

კიდევ ერთხელ მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ბევრ ისეთ საკითხს, რომლის გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელი იქნება, მომავალში ამ სისტემის ნორმალური ფუნქციონირება და წარმატებები, რომელსაც ველოდებით. არასოდეს ვიყავით ბანანის რესპუბლიკა და ყოველთვის ინტელექტუალურ რესპუბლიკად მოვიხსენიებოდით, ისტორიის მანძილზე.

 

ახალგაზრდებში დღეს პრაქტიკულად ყველა იურისტი და ბიზნეს-სკოლის წარმომადგენელია. ეს გამოწვეულია არამარტო იმით, რომ ახალგაზრდებს ინტერესები გაუქრათ, რადგან წარმატებული ბიზნეს და იურიდიული სკოლები გვაქვს? არა! უბრალოდ დეგრადირდა, მეცნიერებათა აკადემიის ის მიმართულებები, რომელიც ყოველთვის მძაფრად იყო წარმოჩენილი ქვეყანაში.

 

ღვაწლმოსილი მეცნიერის ხელფასი როგორ შეიძლება 20 პროცენტით ჩამორჩებოდეს პარლამენტარის ხელფასს? ის ხშირად 200 პროცენტითაც კი ჩამორჩება.

 

დღეს მეცნიერებას ხელფეხი აქვს მოჭრილი, იმ გაგებით, რომ მას არ აქვს პოლიგონები ინსტიტუტების სახით. ამის მიუხედავად მაინც განაგრძობენ მუშაობას.

 

არ დავიღლები იმ რეფორმებში მონაწილეობით, რაც აამაღლებს, ამ მიმართულებას. რეალურად ისინი არიან ელიტა საქართველოში და უნდა მივცეთ განვითარების საშუალება.

 

პარადოქსია მაგრამ ფიზიკოსი რომ გახდე, დღეს ფიზიკის ფაკულტეტზე ფიზიკის ჩაბარებაც კი არ არის საჭირო“- განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X