
მწერალმა დავით ტურაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „რიონის მცველის“ ვარლამ გოლეთიანის შესახებ ისაუბრა.
მისივე თქმით, ამ ბიჭს ებრძვიან და საშინელ ჭორებს ავრცელებენ.
„როგორ შეიძლება მის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანო. უანგარობაში და სიყვარულში. საშინელ ჭორებს ავრცელებენ. ამ ბიჭს ებრძვიან. თან როგორი საშინელი მეთოდებით. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. იქ ასეთი ფრაზა უთხრა ერთმა ქალბატონმა. 130 დღე იყო გასული, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ ჩავიდა… სანამ თქვენ ჩამოხვედით, რამდენჯერმე დაგასწროთ სპეცრაზმმა ჩამოსვლა და დაგვარბიესო. ამ სიმართლის ისე შემრცხვა,“ – თქვა დათო ტურაშვილმა.






















