23:49 | 2021-06-25 ავტორი: Prime Time

როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ახალი შტამი – ნახეთ, რას ამბობს ჯანმოს დირექტორი

როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ახალი შტამი –  ნახეთ, რას ამბობს ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის დელტა ვარიანტი ყველაზე გადამდები ვარიანტია დღემდე გამოვლენილი ვარიანტებიდან

 

მისი თქმით, შესაძლებელი თავიდან ავიცილოთ კორონავირუსის ახალი ვარიანტების წარმოქმნა ინფექციის გადაცემის პრევენციით.

 

“დელტა ვარიანტი ყველაზე გადამდები ვარიანტია დღემდე გამოვლენილი ვარიანტებიდან. იგი გამოვლენილია, სულ მცირე, 85 ქვეყანაში და სწრაფად ვრცელდება არავაქცინირებულ ადამიანებს შორის. თუმცა ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ახალი ვარიანტების წარმოქმნა კორონავირუსის გადაცემის პრევენციით. ეს საკმაოდ მარტივია: მეტი გადაცემა, მეტ ახალ ვარიანტს ნიშნავს. ნაკლები გადაცემა – ნაკლებ ვარიანტს“, – განაცხადა მან.

 

ასევე ნახეთ: შალვა ნათელაშვილი „სამარცხვინო” ოპოზიციონერი დეპუტატების სიას აქვეყნებს

ავტორი: Prime Time

X