14:47 | 2021-11-22 ავტორი: Prime Time

როგორ შეიცვლება ამინდი 27 ნოემბრამდე საქართველოში – სინოპტიკოსების უახლესი პროგნოზი

როგორ შეიცვლება ამინდი 27 ნოემბრამდე საქართველოში – სინოპტიკოსების უახლესი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბრამდე საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი.

 

24 ნოემბერს მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, მაღალმთაში თოვლი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში). იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

VIDEO: „ეს ინტერვიუ პირველად ქვეყნდება“ - რას ამბობდა ედუარდ შევარდნაძე სააკაშვილზე „ვარდების რევოლუციიდან“ 1 წლის შემდეგ
2021-11-22VIDEO: „ეს ინტერვიუ პირველად ქვეყნდება“ - რას ამბობდა ედუარდ შევარდნაძე სააკაშვილზე „ვარდების რევოლუციიდან“ 1 წლის შემდეგ

25-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

 

27 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კვლავ შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 25 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 24 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

 

25-26 ნოემბერს მოსალოდნელია ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსამდე დაიკლებს. 27 ნოემბერს კი გამოიდარებს და შედარებით დათბება.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

სასიხარულო ინფორმაცია სოციალურად დაუცველებისთვის – მთავრობის ახალი ინიციატივა

 

სოფო ნიჟარაძე ელის მარია სააკაშვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს​

 

ფოტოები – აბაშის რაიონში კამეჩმა უცნაური ცხოველი გააჩინა​

 

ამირან გამყრელიძე ანტიბიოტიკებთან დაკავშირებით საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს​

ავტორი: Prime Time

X