
„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია დღეს კლინიკიდან გაწერეს.
„მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა ნიუ ჰოსპიტალს. ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია.
ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად, ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს. ყველას ძალიან დიდი მადლობა“,- დაწერა ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში.
საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ელენე ხოშტარიას დედამ სოციალურ ქსელში ოჯახური ფოტოები და ვიდეო გაავრცელა.
ცნობისთვის, პოლიტიკოსი 17 დღის განმავლობაში, პროტესტის ნიშნად პარლამენტის შენობაში შიმშილობდა.

























