19:15 | 2021-04-04 ავტორი: Prime Time

როგორ შეხვდნენ საავადმყოფოდან სახლში დაბრუნებულ მერს ბავშვები

როგორ შეხვდნენ საავადმყოფოდან სახლში დაბრუნებულ მერს ბავშვები

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, კლინიკიდან გაეწერა. ნახეთ ვიდეო, როგორ შეხვდნენ ბავშვები მამას.

 

 

თბილისის მერის განცხადებით, ის ამჟამად თავს უკეთ გრძნობს, თუმცა მკურნალობას, გარკვეული დროით, სახლში გააგრძელებს.  კახა კალაძემ მის გულშემატკივრებს და მკურნალობაში ჩართულ მედიკოსებს მადლობა გადაუხადა.

 

„პირველ რიგში, მადლობით მინდა დავიწყო. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. მადლობას ვუხდი ექიმებს, ექთანს, ვინც ჩართული იყო ჩემს გამოჯანმრთელებაში. აქვე მინდა დავასახელო რამდენიმე ექიმი – ბატონი ზურაბ ფაღავა,  მამუკა ბოკუჩავა, ეკატერინე ხარხელი, ძალიან დიდი მადლობა მათ. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა გარკვეული დღეების განმავლობაში, სახლში უნდა გავაგრძელო მკურნალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ საავადმყოფოს დატოვების შემდეგ.

ავტორი: Prime Time

X