12:44 | 2020-08-26 ავტორი: ნინი ტაველიძე

როგორ შეცვალა კოვიდმა სამყარო – ფოტოები

როგორ შეცვალა კოვიდმა სამყარო – ფოტოები

იზოლაცია, კარანტინი, ონლაინ-სწავლება, სამედიცინო პირბადე, ეკიპირება, ინფიცირება, კომენდანტის საათი – ტერმინები, რომელმაც ბოლო რამდენიმე თვეში მთელი სამყარო შეცვალა.

 

ახალმა კორონავირუსმა ადამიანებს ჩვეული ცხოვრებისეული რიტმის შეცვლისკენ უბიძგა. პანდემიამ მსოფლიო დაცარიელებულ ქუჩებამდე და ჩაკეტილ ქალაქებამდე მიიყვანა.

 

როგორ შეიცვალა ცხოვრება პანდემიის პირობებში:

 

დაცარიელებული ქუჩები

 

პანდემიის გამო მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ქალაქები, ტურისტული ცენტრები, სადაც ჩვეულებრივ უამრავი ადამიანი იყრის ხოლმე თავს, დაცარიელდა.

 

მსოფლიოს ტურისტულმა სექტორმა 2020 წლის პირველ ხუთ თვეში 320 მილიარდი დოლარით იზარალა. 

 

 

ცხოვრება ონლაინ-რეჟიმზე გადავიდა

 

სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები სწავლების ონლაინ-რეჟიმზე გადავიდნენ. მნიშვნელოვენი შეხვედრები, ტრენინგები, კონფერენციები აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით ტარდება.

 

 

არაერთ ქვეყანაში საეკლესიო მსახურებაც ონლაინ-რეჟიმზე გადავიდა. მაგალითად დეტროიტში კათოლიკური ეკლესიის მღვდელმა იმისთვის, რომ მის მრევლს კორონავირუსის პანდემიის დროს სოციალური დისტანცია შეენარჩუნებინა, წმინდა წყლის მისაპკურებლად სათამაშო პისტოლეტი გამოიყენა.

 

 

ბრაზილიაში კი საეკლესიო მსახურება პირდაპირი ეთერით გადაიცა. მღვდელმა სკამებზე მრევლის სურათები განათავსა.

 

 

ტაილანდის ერთ-ერთ რესტორანში სოციალური დისტანციის წესების დაცვის გამო კი დაცარიელებულ სკამებზე სათამაშო პანდები განათავსეს.

 

 

 

სინგაპურში ბრალდებულს სიკვდილი აპლიკაცია „ZOOM“-ით მიუსაჯეს

 

ეს იყო ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენების შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება დისტანციურად მიიღო.

 

 

შეიცვალა ქორწილების ჩატარების წესიც:

 

ნიუ-იორკში წყვილმა ცარიელ ქუჩაში იქორწინა, მეგობრები ფანჯრებიდან ამხნევებდნენ

 

 

ალბათ გახსოვთ თბილისის ქუჩებში ველოსიპედებზე „ამხედრებული“ ნეფე-პატარძალი:

 

 

„მთავარი ერთად ყოფნა იყო და არა დიდი სუფრა“ - ინტერვიუ ველოსიპედიან პატარძალთან
2020-04-26„მთავარი ერთად ყოფნა იყო და არა დიდი სუფრა“ - ინტერვიუ ველოსიპედიან პატარძალთან

 

 

ინფიცირების მაღალ რისკ-ჯგუფში ყოფნის გამო ზოგიერთ ქვეყანაში მოხუცთა თავშესაფრებში ხანდაზმულებს სპეციალური რობოტები ემსახურებოდნენ.

 

მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი დაწესებულებები მორგებად გადაკეთდა:

 

 

დაცარიელებული სუპერმარკეტები:

 

 

სამოგზაურო შეზღუდვები დაწესდა არაერთ ქვეყანაში, ჩაიკეტა საზღვრები:

 

 

თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პანდემიას დადებითი მხარეებიც აღმოაჩნდა:

 

პანდემიის პირობებში მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირდა.

 

 

 

 

პანდემიის პირობებში თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი განახევრდა:

 

 

კარანტინისა და იზოლაციის გამო ოჯახებს მეტი შესაძლებლობა მიეცათ დრო ერთად გაეტარებინათ:

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X