17:48 | 2020-11-14 ავტორი: Prime Time

როგორ შეუძლიათ დიაბეტის მქონდე პირებს შეამცირონ კორონავირუსით ინფიცირების რისკი

როგორ შეუძლიათ დიაბეტის მქონდე პირებს შეამცირონ კორონავირუსით ინფიცირების რისკი

დღეს თბილისში დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დიაბეტის ცნობიერების ამაღლების აქცია ჩატარდა. აღნიშნული აქტივობა პროექტის „დიაბეტის გართულებების ადრეული პრევენციის და მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა“ ფარგლებში გაიმართა.

 

პროექტის მხარს უჭერს,,დიაბეტის მსოფლიო ფონდი“ და ,,ლაიონს ქლაბს ინთერნეიშენელი“, ხოლო პროექტს ახორციელებს „ველფეარ ფაუნდეიშენი“ და „ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო“.

 

„პრაიმტაიმის“ გთავაზობთ, რჩევებს თუ, როგორ შეუძლიათ დიაბეტის მქონდე პირებს  კორონავირუსით ინფიცირების რისკი შეამცირონ:

 

ის პირები, რომლებსაც აქვთ არამდგრადი ქრონიკული დაავადებები, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი რისკი აქვთ, რომ კორონავირუსით მძიმედ დაავადდნენ. ჯანსაღი ცხოვრების წესი ხელს უწყობს ორგანიზმის სწორ და გამართულ ფუნქციონირებას. ჯანსაღი კვება, რომელიც მოიცავს ბევრი ხილისა და ბოსტნეულის მიღებას, ფიზიკურ აქტივობას, მოწევის შეწყვეტას, ალკოჰოლის მიღების შეზღუდვას ან თავის დანებებას.

 

  • კარგად აკონტროლეთ თქვენი შაქრიანი დიაბეტი;

 

  • აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე და სისხლის წნევა, როგორც ეს რეკომენდებული გაქვთ ჯანდაცვის მომსახურეობის პროვაიდერის მიერ და აწარმოეთ მათი აღრიცხვა;

 

  • იქონიეთ საკმარისი რაოდენობის მედიკამენტები და სხვა მარაგები;

 

  • დაიცავით სოციალური დისტანცია და ნიღბის ტარებასთან, ხელების დაბანასთან და პირადი ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მითითებები;

 

  • თავი შეიკავეთ კლინიკებში არასაჭირო ვიზიტებისგან;

 

  • ავადმყოფობის პირველივე ნიშნებისთანავე, როგორიცაა სიცხე, ხველა, გაციება, ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა, დაღლილობის შეგრძნება ან სუნთქვის გაძნელება, დაუკავშირდით შესაბამის ჯანდაცვის მომსახურეობის პროვაიდერს;

 

  • აცნობეთ  ჯანდაცვის მომსახურეობის პროვაიდერს, რომ თქვენ გაქვთ დიაბეტი და ასევე აჩვენეთ ის მედიკამენტები, რომლებსაც იღებთ. ასევე თქვენი ჯანმრთელობის ისტორიის ჩანაწერები.
ავტორი: Prime Time

X