
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს დღეს გამოგზავნის. ამის შესახებ ლადო კახაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„დღეს გამოგზავნის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რეკომენდაციებს და გავიგებთ რა ვალდებულება დაგვეკისრება მას შემდეგ, რაც გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა კორონავირუსი. ეს არის განახლებადი ინფორმაცია. ჩვენ ვართ სრულ კოორდინაციაში. არამარტო ვღებულობთ მათ რეკომენდაციებს, არამედ სწრაფად ვავრცელებთ. ვეცდებით ყველამ ერთად ვიბრძოლოთ ამ გამოწვევის წინააღმდეგ“,- განაცხადა ლადო კახაძემ.
ჩინეთში, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 213-ს მიაღწია, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 10,000-ია.






















