12:00 | 2020-07-06 ავტორი: Prime Time

როგორ შევუქმნათ აბიტურიენტებს მშვიდი გარემო სამეცადინოდ

როგორ შევუქმნათ აბიტურიენტებს მშვიდი გარემო სამეცადინოდ

მისაღები გამოცდების ციებცხელება ისეთი თემაა, რომელიც ადრე თუ გვიან ყველა ოჯახს შეეხება. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენონ და მერე სამართლიანად ვიამაყოთ ჩვენი უკვე სტუდენტი შვილებით. მათში მებრძოლი და მიზანდასახული სულის გაღვივებას კი ყველა სხვადასხვაგვარი მეთოდებით ვცდილობთ. ზოგი მკაცრ, სპარტანულ მიდგომას ვამჯობინებთ, ზოგი კი – უფრო რბილ და დამთმობ როლს ვირგებთ. საერთო ჯამში ყველა ჩვენგანის მიზანი ერთია – აბიტურიენტებმა კარგად იმეცადინონ და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარონ.

კომპანია „ზუმერი“ იყო პირველი, რომელმაც წელს აბიტურიენტებს მხარი დაუჭირა და სხვებსაც მოუწოდა ამისკენ. ამ კამპანიის შემდეგ დავფიქრდით, თუ როგორ შეიძლება აბიტურიენტები ისე წავახალისოთ, რომ მათში შრომისმოყვარეობა და მოტივაცია გავაღვივოთ.

 

გაამხნევე

მათ ახლა ისე სჭირდებათ გამხნევება, როგორც – არასდროს. საკუთარ თავში დარწმუნების და სასოწარკვეთილების ეტაპები თვალისდახამხამებაში ცვლის ერთმანეთს, ამიტომაც ეცადეთ, გულწრფელად დაელაპარაკოთ. უთხარით (და თქვენც გჯეროდეთ ამის), რომ თუნდაც ვერ ჩააბაროს, ეს წელი მისთვის მაინც ნაყოფიერი და ჭკუისსასწავლებელი იქნება.

 

შეუქმენი მშვიდი გარემო

მოარიდე ნათესავების და ახლობლების შეკრებებს. გასაგებია, რომ მათაც კარგი უნდათ თქვენი შვილისთვის, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, მათ იმდენი კითხვა დაუსვან, ისედაც დაბნეული აბიტურიენტი უფრო დააბნიონ.

გამოცდები ასე ჯერ არ ჩატარებულა - პირველი ფოტოები საგამოცდო ცენტრებიდან
2020-07-06გამოცდები ასე ჯერ არ ჩატარებულა - პირველი ფოტოები საგამოცდო ცენტრებიდან

ასწავლე პრიორიტეტების განაწილება

თუკი თქვენს შვილს მასწავლებლები საგამოცდო პროგრამას ასწავლიან, თქვენ შვილს საქმეების პრიორიტეტების მიხედვით განაწილება და დროის მენეჯმენტი ასწავლეთ. ამაში ყველაფერი ჩართეთ: ფერადი სტიკერები, ფურცლები, მარკერები – რითაც გამოყოფს აუცილებლად გასაკეთებელ საქმეებს, მოგვიანებით შესასრულებელ დავალებებს ან ისეთ დავალებებს, რომელსაც დრო სჭირდება. ეს ჩვევა მას მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგება.

 

დასვენება აუცილებელია

არ აქვს მნიშვნელობა, სამეცადინო რამდენი აქვს. თუკი ტვინმა შესაფერისად არ დაისვენა, ნასწავლი აუცილებლად დაავიწყდება. შეუქმენით შვილებს ისეთი გარემო, სადაც ის სრულფასოვნად შეძლებს დაისვენოს 1-2 საათი და ძალები მოიკრიბოს.

 

ჯანსაღი სასუსნავები

მით უმეტეს ზაფხულის პერიოდში დაჭრილი ხილით სავსე თასს მეცადინეობის პარალელურად არაფერი სჯობს. ვიტამინებსა და მინერალებს ტვინის კარგად ამუშავება რომ შეუძლიათ, ეს არავისთვისაა უცხო. ამიტომაც მოამარაგეთ ახალგაზრდები გემრიელი და თან ჯანსაღი სასუსნავებით.

 

დაბოლოს, შეაქეთ და წაახალისეთ

სხვებთან შედარება ან მუდმივი საყვედურები კარგ შედეგს არ გამოიღებს. ამის ნაცვლად, აუცილებლად შეაქეთ და წაახალისეთ ნებისმიერი ფორმით თქვენი აბიტურიენტი შვილი გაწეული სამუშაოსთვის. თუნდაც ერთი გულწრფელი შექება და „ყოჩაღ!“ ახლა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თქვენ წახალისების როგორ მეთოდებს იყენებთ?

ავტორი: Prime Time

X