
აშშ გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების სრულად აცრილი მგზავრებისთვის საზღვრებს ხსნის.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
თეთრი სახლის განცხადებით, ნოემბრიდან უცხოელ მოგზაურებს უფლება ექნებათ აშშ-ს საზღვარი გადაკვეთონ თუკი ისინი ორივე დოზით იქნებიან აცრილები და გაივლიან შესაბამის კოვიდ ტესტირებას.
თეთრი სახლის კორონავირუსზე რეაგირების კოორდინატორის, ჯეფ ზიენტის თქმით, ადამიანებს სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. გარდა ამისა, გამონაკლისი დაიშვება იმ მოზარდებისთვის, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო აცრას ვერ ახერხებენ.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:
- ერთ-ერთი ძებნილი ოჯახს და ადვოკატს დაუკავშირდა – ახალი დეტალები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში






















